Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1500 საათი მგლებთან


1500 საათი მგლებთან
please wait

No media source currently available

0:00 0:22:11 0:00

ეს არის ამბავი „მგლისა და კაცისა“ - როგორც თავად იასონ ბადრიძეც წერს თავის წიგნში, რომელიც ახლახან გამოსცა გამომცემლობა „დიოგენემ“ - ამბავი იმისა, როგორ გადაწყვიტა ახალგაზრდა მეცნიერმა მგლების ქცევის შესწავლა, როგორ შეიმუშავა მათი გამოზრდის და ბუნებაში დაბრუნების მეთოდიკა და თავადაც როგორ გამოზარდა 22 მგელი!

ერთ დღეს როგორ ჩააწყო ბარგი და მგლებთან დასამეგობრებლად წავიდა. და რაც მთავარია, გამოუვიდა. იმ დროს საბჭოთა კავშირში ყველა ფიქრობდა, რომ ეს დიდი სიგიჟე იყო.

რატომ მიიზიდა იასონ ბადრიძე მაინცდამაინც მგელმა - მხეცმა, რომელიც, როგორც მეცნიერი წერს, ან აღტაცებას იწვევს, ან სძულთ? რის მიხედვით შეურჩია სახელები მგლების ექვსსულიანი ოჯახის წევრებს? ერთად ნადირობის ამბავი როგორ იყო? ან ის, უკვე დამეგობრებულმა მგელმა, ამ მეგობრობის ნიშნად, საჭმელი რომ მოუტანა?..

იმ ორი წლის განმავლობაში მგლებთან გატარებული 1500 საათი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ იასონ ბადრიძისთვის უნიკალურ გამოცდილებად იქცა - ეს ამბები დღესაც, 40 წლის შემდეგაც საინტერესო მოსათხრობია.

ამ ვიდეოში იასონ ბადრიძე ჩვენც გვიზიარებს მგლებთან ცხოვრების გამოცდილებას, გვიყვება შიშის დაძლევასა და თავის მთავარ აღმოჩენებზე - იმაზე, თუ როგორი სიყვარული, მეგობრობა და გლოვა შეუძლიათ მგლებს. მოგიყვებით ნესტორის, მანანას და ნიკოს, გურამის, რუხის, ბუზღუნას, ჯეილების და სხვა მგლების ამბებსაც.

XS
SM
MD
LG