26 წლის ბიოფერმერმა წნორიდან, ნიკა ბაგალიშვილმა პირველი მოსავალი მიიღო და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნისთანავე, თავისი პატარა მანქანით პროდუქტები გასაყიდად თბილისში ჩამოიტანა. წელს მეტ მოსავალს ელოდა, მაგრამ ამ ჯერზე არ გაუმართლა.
„შეპყრობილები ვართ, ცით დაკავებულებიო“, თავის თავსა და რამდენიმე ენთუზიასტ მეგობარზე ამბობს გურჯაანელი დათო ჩახვაშვილი, რომელიც 20 წლის ასაკიდან თვითნაკეთ საფრენ აპარატებს აწყობს. უკვე ექვსი აპარატი შექმნა.
26 წლის ნიკა ბაგალიშვილიც, რომელსაც მეორე წელია აქვს თავისი პატარა ბიომეორნეობა, სახელად სამყურა (დიდი ბოსტანი, როგორც სხვანაირად უწოდებს), ამ საქმიანობაში იყო ჩართული - ზაფხულისთვის მის მოწეულ ბიობოსტნეულს ქალაქში ბევრი ელოდებოდა და ყველაფერი უნდა მოესწრო.
ლექსი ჩარკვიანი ის კაცია, ვინც თავისუფალ დროს მანქანაში ჯდება, ქუთაისიდან რაჭა-ლეჩხუმის გზას დაადგება და შემხვედრ სოფლებში ალალბედზე დაეძებს ძველ, სანახევროდ მიტოვებულ სახლებს.
„ტანდაბალი ადამიანი ვარ, მეტი არაფერი, ჩვეულებრივად ვშრომობ, მიყვარს, მწყინს და მიხარია, მაგრამ აქ ცხოვრება მაინც რთულია“, - ამბობს მახო ასოევი იგივე მაქსი ბავშვთა გასართობი ცენტრიდან. ის სენაკის შშმ ბავშვთა პანსიონატში გაიზარდა, უდედმამოდ.
მოქანდაკე მერაბ ფირანიშვილმა მშობლიური სოფლის, სნოს, შესასვლელი საგამოფენო სივრცედ აქცია. დარიალის ხეობიდან მოზიდულ ლოდებს, მოქანდაკის თქმით, სახის ნაკვთები და ხასიათი ისედაც აქვთ. ის, უბრალოდ, სხვებს მათ დანახვაში ეხმარება.
შუაფხოში, უკანა ფშავში, ყველაზე ცოცხალი და ხმაურიანი ადგილი სკოლაა. ამ სკოლის 16 ბავშვიდან თითქმის ნახევარი, 7 მოსწავლე, სკოლის დირექტორის, ირმა ცქიფაშვილის შვილია.
თაზოს ხშირად უყურებენ ქუჩაში ინტერესით, ცნობისმოყვარე ბავშვები უახლოვდებიან და მაიას ეკითხებიან, რატომ არის ის ასეთი. ხდება ისეც, რომ მშობლები გაარიდებენ ხოლმე თაზოს თავიანთ შვილებს. დღემდე ესმით შეშფოთებული ჩურჩული - შეხედე, როგორია. რატომ არის ასეთი? მაიას და გურამს კი თაზო არასოდეს დაუმალავთ.
როგორ დავრგოთ და გავზარდოთ ნაჯახი? როგორია მომავლის ჯოჯოხეთი? და როგორ მოვხვდეთ ნატურმორტების მშთანმთქმელთა კლუბში? ამ კითხვებზე პასუხები აქვს მხატვარ მამუკა ჯაფარიძეს, რომელიც 10 წელია თბილისიდან სოფელში გადასახლდა.
ბატატს სხვანაირად ტკბილ კარტოფილსაც უწოდებენ, თუმცა ამ ბოსტნეულის გემო დაახლოებით კარტოფილის, გოგრისა და წაბლის გემოებს შორისაა. ქართველებს მისი მოყვანა პირველად მე-16 საუკუნეში უცდიათ, მაგრამ მაშინ ფეხი ვერ მოუკიდებია. ხელახლა ბატატის მოყვანა, დიდ ფართობზე, შარშან ლაგოდეხელმა შოთა ერიაშვილმა სცადა.
ჩამოტვირთე მეტი