„სეზონის გუნდში“ შეიყვანეს პარიზული კლუბის ხუთი ფეხბურთელი.
პსჟ-მ პენალტების სერიაში დაამარცხა ლონდონის "არსენალი" შაბათს, მას შემდეგ, რაც თამაში დამატებით დროში ფრედ, 1-1 დასრულდა.
მატჩს ლონდონური კლუბი მეექვსე წუთიდან, კაი ჰავერცის გატანილი გოლით იგებდა. ანგარიშის გამათანაბრებელი პენალტი ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა, რომელიც მეტოქის საჯარიმო მოედანში წააქციეს.
კვარაცხელიამ ამ სეზონში 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ფორუმი