თბილისში ჰეროინი გაქრა. გაქრა სუბუტექსიც. ასევე გაქრა ნატურალური მარიხუანა და ბიომოსაწევი. კოკაინი იმ უბრალო მიზეზით ვერ გაქრებოდა, რომ ის უბრალოდ არც გამოჩენილა ქართულ ბაზარზე. ალბათ, ფასის გამო. სამაგიეროდ, საგანგებო კანონით ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატი „ლირიკა“ ნარკოტიკის რიგს მიეკუთვნა. რომ აღარაფერი ვთქვათ გრიპისა და გაციების საწინააღმდეგო „კოდელაკსა“ თუ ამოსახველებელ „კოდესანზე“. ქალაქში თითქმის აღარ იხარშება ვინტი და ჯეფი. ნერვთსაყუჩი „ვალიუმისა“ და „დიაზეპამის“ შოვნაც კი სერიოზულ პრობლემად იქცა. მოკლედ, ჩვენი ხელისუფლება ყოველმხრივ ებრძვის ნარკოტიკულ თრობას. საქართველოში ხალხმა კანონის ძალით უნდა იფხიზლოს. თუმცა ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. მაგრამ ამაზე ქვევით. ამ აკრძალვის გამო, ბოლო წლებში ჩვენთან უამრავ ადამიანს ნარკოტიკის მოხმარებისთვის მრავალწლიანი სასჯელი მიესაჯა და ციხეში აღმოჩნდა. ვინც პატიმრობას გადაურჩა, იძულებით ჩამოლაბორანტდა, ასე ვთქვათ, ჩამოლოთდა: არაყს, ღვინოს და ლუდს მიეძალა. ზოგს ერთობ უჭირს ფხიზლად ყოფნა, არ შეუძლია თრობის, გაბრუების გარეშე.
ნარკოტიკისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ამ ბრძოლის ფორმა მგონია ამაზრზენი და, რაც მთავარია, ნაკლებეფექტიანი. პირადად მე, ყველაზე უფრო ფხიზელი კაიფი მიყვარს. თუმცა სულაც არ ვარ იმის მომხრე, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი მაინცდამაინც ციხეში ჩავსვათ. ნარკომანია არაა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პრობლემა, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ძალ-ღონეს არ იშურებს მასთან საბრძოლველად. ეგაა, რომ ცივილიზებული ქვეყნები ამ პრობლემას უფრო ჰუმანურად უდგებიან და სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრებს, კლინიკებს და პროგრამებს ამუშავებენ. მაქსიმალურად ცდილობენ, იმავე ნარკომანს არჩევანის თავისუფლება არ წაართვან. დასავლეთში ერთობ ფაქიზად უდგებიან ამ საკითხს. ისედაც უბედურს ჭირს კი არ უმრავლებენ, არამედ ჭირის შემსუბუქებაში ან სულაც მოშორებაში ეხმარებიან. ნარკოტიკის მოხმარებისთვის კი ციხეში ძირითადად აზიურ და აღმოსავლურ ქვეყნებში სვამენ. ზოგში სიკვდილითაც სჯიან. თუმცა, ცხადია, პრობლემას ეს ვერ აგვარებს.
რასაკვირველია, მხოლოდ კაიფის აკრძალვით კაცს სიფხიზლეს ვერ მიაჩვევ. ერთის აკრძალვისას იგი უთუოდ მეორით გაიყუჩებს ფიქრსაც და სხეულსაც. ფორმულა დაახლოებით ასეთია: აუკრძალავ ჰეროინს - მიიღებს არაყს, აუკრძალავ არაყს - მიიღებს სამმაგ ოდეკოლონს, აუკრძალავ სამმაგ ოდეკოლონს - მიიღებს ფეხის ოფლიანობის საწინააღმდეგო საშუალებას, და ა.შ. არ იქნებიან ნარკომანები, იქნებიან ლოთები. კაცმა თუ მოინდომა, უთუოდ მიაგნებს თავის გასაბრუებელს.
მაგრამ აქ ეს არაა მთავარი. მოცემულ შემთხვევაში სულ სხვა რამ მაინტერესებს. კერძოდ, რატომ ცდილობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ხალხმა იფხიზლოს, ნუთუ რამე სარგებელს ელოდება ფხიზელი ქართველისგან? მით უფრო, რომ ქართველს უკვე ისე ფართოდ აქვს დახუჭული ორივე თვალი, რომ აწი სულერთია, იფხიზლებს თუ იძინებს. და თუ ჯერ კიდევ არის თვალის ახელის შანსი, რატომ მაინცდამაინც ციხით, ჭირით და დაშინებით? მით უფრო, რომ მთავარი გამაბრუებელი საშუალება - რელიგია ყოველი ფეხის ნაბიჯზე იყიდება? ნუთუ არავის აწუხებს, რომ ქვეყანა ეკლესიური სუპერმარკეტებითა და რელიგიურ კაიფში მყოფი ხალხით გადაივსო? მერედა, რა სიფხიზლეზეა აქ ლაპარაკი? მათი დიდი უმეტესობა ალბათ ბოლომდე გაბრუებული და თვალდახუჭული ივლის. ვიტყოდი, დაე იარონ, იარონ, იარონ, ამინ-მეთქი, მაგრამ რა ვქნა, რომ ტვინის არც ერთი უჯრედით არ მჯერა, რამეს მივაღწიოთ პირჯვრის წერითა და მუხლებზე ხოხვით. სამაგიეროდ მჯერა, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, სწავლა-განათლებამ სულ ოდნავ მაინც აგვიხილოს ფართოდ დახუჭული თვალები. ეგაა, რომ ეს შანსი დღითი დღე სულ უფრო და უფრო მცირდება. ასე რომ, თუ აქედანვე არ ვეცადეთ პრობლემის მოგვარებას, ხვალ უკვე გვიან იქნება. ცხადია, თუკი არ გვინდა, რომ საბოლოოდ უვიც, ბნელ და ხეპრე ერად ვიქცეთ.