ჩვენნაირი შეუმდგარი ქვეყნის ხელისუფლებისათვის ტყუილი ხშირად დროებითი გამოსავალია. გამოსავალი ახალ ტყუილამდე. ამიტომაც ტყუილები ტყუილების საფუძველი გახდა. მაგალითად, იტყუებიან, რომ რუსეთის ოკუპანტობა ტყუილია; იტყუებიან, სოჭის ოლიმპიური თამაშებზე არწასვლით შეიძლება მოტყუებულები დავრჩეთო.
მთელ მსოფლიოში მსახიობები და მუსიკოსები აფინანსებენ საქველმოქმედო აქტივობებს და აქ კიდევ პირიქითაა - თურმე მათი დაფინანსება სატრაბახოა. ამ ქველმოქმედების შემდეგ ან ჩვენმა მეცნიერებმა რამე შესძინეს კაცობრიობას, ან ჩვენმა მსახიობებმა რამე შექმნეს ისეთი, რასაც შემახსენებთ?!
ყველაფერს წერტილი დაუსვა ექსპერტიზის ბიუროს მიერ ქალიშვილობის დადგენის კომერციალიზაციასთან დაკავშირებულმა აჟიოტაჟმა. ეს უკვე არა მარტო დროში, არამედ სივრცეში წანაცვლებაც იყო - გასული საუკუნის 50-იანი წლების ლათინური ამერიკა: მთელი ეს ამბავი, თავისი ფემინისტური გარნირით, ლიოსას კალმის დონის სერიალის სიუჟეტს ჰგავდა.
უმუშევრობა, პირველ რიგში, ჩემს მობილურ ტელეფონზე აისახა. ჯერ ოფისის ტელეფონის ნომერი წავშალე მისი მეხსიერებიდან. მაინც არავის სჭირდებოდა, ორი წლის განმავლობაში ერთხელაც არ გვისარგებლია. საერთოდ, მისი ზარის ხმა ერთადერთხელ გავიგეთ: ვიღაც ინგლისურენოვანმა დარეკა საზღვარგარეთიდან, მაგრამ სხვაგან მოხვდა.
წესით, როცა გინდა, რომ წლის მიმოხილვა დაწერო, უნდა მოემზადო, სულ ცოტა, ინტერნეტ-გამოცემებს და ჟურნალ-გაზეთებს მაინც გადაავლო თვალი. ეს მომზადება კი ჩემთვის ზედმეტად სერიოზულ საქმედ მივიჩნიე და გადავწყვიტე მეხსიერებას მივნდობოდი. აქედან კი ბევრი არაფერი გამოვიდა.
არის კაცი, სახელად ვანო, სამუშაო მაგიდაზე სულ გადაშლილი წიგნი უდევს, კითხულობს და იცავს უწიგნური ჟურნალისტების მყუდროებას.
ახლა კიდე ეს ჩემი სეხნიაც გამოჩნდა და წამართვა სახელი. ამას წინათ ახლობელს დავურეკე მისთვის უცნობი ნომრიდან. როგორც კი მიპასუხა, რომ არ დაბნეულიყო, ეგრევე მივახალე ჩემი სახელი და გვარი. წამიერად ჩაფიქრდა და მიპასუხა, ნეტავ გვარი არ გეთქვაო.
ღლაბუცი ხომ სამი ცენტრალური არხიდან ორის პროფილია. პირადად მე მათ პროგრამებზე არ მეცინება. მე უფრო იმ გადაცემებზე მეცინება, სადაც, წესით, არ უნდა გაგეცინოს.
საზღვარგარეთ ყოფნისას პირველად მივდიოდი სტადიონზე ფეხბურთის სანახავად. საზღვარგარეთი ინგლისი იყო, სტადიონი - “ჰაიბერი”. შესაბამისად, “არსენალი” თამაშობდა...
ეს ამბავი ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა. პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც ყველაფერი კარგად მახსოვს.
ირაკლი ჩარკვიანს ყოველთვის ეხერხებოდა საზოგადოების გამოწვევა, მისი მენტალიტეტის გაღიზიანება, თუმცა პირად ურთიერთობებში, ის უფრო ფილოსოფოსი იყო, ვიდრე შოუმენი; ხანდახან წინააღმდეგობრივი, ხანდახან ძალიან გონიერი, თუმცა ყოველთვის საინტერესო...
ბლოკნოტებისადმი უცნაური დამოკიდებულება მაქვს. ამას უფრო სისუსტე ჰქვია, ვიდრე სხვა რამე.
ჩამოტვირთე მეტი