Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დისკუსიაში მონაწილეობის წესები

ჩვენ გვსურს გავიგოთ თქვენი აზრი მიმდინარე მოვლენებზე, მოგცეთ ღია და თავისუფალი დისკუსიის საშუალება მათთან, ვინც ასევე იყენებს ჩვენს პლატფორმებს.

ქვემოთ მოცემულია დისკუსიაში მონაწილეობის წესები, რომელთა მიზანი ისეთი ინკლუზიური გარემოს შექმნაა, სადაც ნებისმიერი ადამიანი, გამონაკლისის გარეშე, თავს დაცულად იგრძნობს თავისი გამოცდილებებისა და მოსაზრებების ურთიერთპატივისცემით გაზიარებისას და შინაარსიან საუბარში ჩართვისას. ღია დებატები ჩვენთვის, რადიო თავისუფლების ჟურნალისტებისთვის, გამორჩეულად ღირებულია, რადგან ჩვენი მკითხველების კომენტარები ხშირად გვეხმარება უფრო მეტი დავინახოთ იმის შესახებ, რაც გარშემო ხდება და გავაუმჯობესოთ მიმდინარე მოვლენების გაშუქება. გმადლობთ, რომ მონაწილეობთ ამ დისკუსიაში.


რა უნდა გაითვალისწინოთ კომენტარის დატოვებისას:

  • გთხოვთ, წაიკითხეთ, ნახეთ ან მოისმინეთ ამბავი თავიდან ბოლომდე, სანამ კომენტარს დატოვებთ.
  • გთხოვთ, თავაზიანობა და პატივისცემა გამოიჩინეთ იმ ადამიანების მიმართ, ვის შესახებაც გიამბობთ, ასევე სხვა კომენტარების ავტორებისა და ჩვენი ჟურნალისტების მიმართ.
  • დაუშვებელია სიძულვილის ენა და კომენტარები, რომლებიც დეჰუმანიზაციას უწყობს ხელს; შეურაცხყოფა რელიგიის, რასის, ეთნიკურობის, ეროვნული წარმოშობის, კულტურის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის ან შეზღუდული შესაძლებლობების საფუძველზე; ან სხვა შეურაცხმყოფელი რეპლიკები, რომელთა მიზანი ერთი ჯგუფის მეორესთან დაპირისპირებაა.
  • დაუშვებელია მუქარა და ძალადობისკენ მოწოდება.
  • დაუშვებელია რეკლამა ან კომერციული საქმიანობის პოპულარიზაცია.
  • დაუშვებელია სხვისი სახელით კომენტარის დატოვება.
  • თქვენი და სხვების პირადი ინფორმაციის დასაცავად, გთხოვთ, თქვენს კომენტარებში ნუ მიუთითებთ მისამართებს, ტელეფონის ნომრებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებს და სხვა მსგავს ინფორმაციას.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი დაპოსტილი ინფორმაცია საჯაროა და თქვენი კომენტარი შესაძლოა დაექვემდებაროს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ წესებს კონფიდენციალურობისა და ცილისწამების შესახებ.
  • თუ თვლით, რომ ჩვენს მასალაში რაიმე გაურკვეველია, ნუ მოგერიდებათ ამის შესახებ კომენტარის დატოვება.
  • კომენტატორებს, რომლებიც ამ წესებს სისტემატურად დაარღვევენ, მუდმივად შეეზღუდებათ კომენტირების უფლება.

როგორ დაგვიკავშირდეთ

თუ გაქვთ კითხვები და რჩევები, გთხოვთ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე - Tavisupleba@rferl.org
ჩვენ ვაფასებთ თქვენს აზრს და ვკითხულობთ ყველა გზავნილს, რომლებიც ჩვენთან მოდის.

გზავნილების დიდი რაოდენობის გამო, რომლებსაც ვიღებთ, სამწუხაროდ, ვერ დაგპირდებით, რომ ყველა მათგანს ვუპასუხებთ.

XS
SM
MD
LG