1962 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრ სოლჟენიცინის „ივან დენისოვიჩის ერთი დღე“, რომელმაც პირველად ახადა ფარდა სტალინური რეპრესიების მასშტაბს საბჭოთა გულაგის სისტემაში. შრომის ბანაკების ამ უკიდეგანო ქსელმა, რომელიც საბჭოთა რეჟიმისთვის პოლიტიკური რეპრესიების მთავარი იარაღი და უფასო შრომის წყარო იყო, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა 1917-1960 წლებში. გულაგის სისტემა შეგნებულად ემყარებოდა სისასტიკეს. ნაწარმოებში აღწერილი ამბავი ემყარება ავტორის საკუთარი რვაწლიანი პატიმრობის გამოცდილებას, როცა ის ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის იხდიდა სასჯელს.
სტალინური გულაგი "ივან დენისოვიჩის" თვალით

2
სსრკ-ის რუკა გულაგის ბანაკებით

3
ბანაკ ოზიორნის ქვედანაყოფი No 7. 1951 წ.

4
პატიმარი ქალები გადავსებულ, ცუდად გამთბარ ბარაკში (უთარიღო)

5
ბანაკში გამოყენებული ჭურჭელი (უთარიღო)

6
პატიმარი ქალები ნიჩბებითა და ურიკებით მუშაობისას თეთრი ზღვა-ბალტიის არხის მშენებლობაზე. 1932 წ.

7
შრომის დამკვრელები და თეთრი ზღვა-ბალტიის არხის ბანაკის ხელმძღვანელობა ვაიდაის ტყეში 1932 წელს. წარწერა ტრანსპარანტზე: "სსრკ-ში შრომა ღირსების, დიდების, სიმამაცისა და გმირობის საქმეა."

8
თეთრი ზღვა-ბალტიის არხის ბანაკის ხელმძღვანელის გამოსვლის შემდეგ შეკრებილი პატიმრები. 1932 წ.

9
პატიმრები თეთრი ზღვა-ბალტიის არხის ბანაკის სამკერვალო საამქროში. 1932 წ.

10
გულაგის პატიმრის ქურთუკი ამოსაცნობი ნომრით ზურგზე

11
ორი ადამიანი გადმოდის პოლიციის მანქანიდან, რომელიც საგანგებოდ არის მიმსგავსებული სატრანსპორტო მანქანას (უთარიღო)