ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერ „მოსკვაზე“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით. კიევს არ დაუდასტურებია, მაგრამ ოდესის ოლქის ხელმძღვანელის მაქსიმ მარჩენკოს თქმით, რუსული გემი უკრაინულმა ფრთიანმა რაკეტამ Р-360-მა, იმავე „ნეპტუნმა“ დააზიანა.