ათობით ათასი ირანელი იძულებულია თავს ემიგრაციაში წასვლით უშველოს, კლიმატის ცვლილებების შედეგების, მათ შორის ტემპერატურის ზრდისა და წყლის უკმარისობის გამო. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ირანში „კლიმატური დევნილების“ მზარდი რაოდენობა ქმნის კრიზისს, რომელიც ეროვნულ კატასტროფად შეიძლება იქცეს.