ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ბელორუსიის ორთვიანი შეკრებისა და წარმატებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. 24 წლის სპორტსმენი სამშობლოში ორიოდ კვირას დაისვენებს, შემდეგ კი ისევ ბელორუსიაში გაემგზავრება სავარჯიშოდ და აგვისტოში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად.