რადიო თავისუფლების პროექტ „სხემის“ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დასავლური კომპონენტები აღმოაჩინეს ირანული წარმოების სამხედრო დრონებში, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. რეპორტიორებმა შეისწავლეს ერთ-ერთი ირანული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს.