ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტში დაკითხეს. ის მოწმედ იყო გამოძახებული ხელისუფლების ხელში ჩაგდების ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე. საქმე აღიძრა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შეიქმნა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო.