როცა ტრავმის შემდეგ თვალები გაახილეს და აღმოაჩინეს, რომ ზოგს ხელი, ზოგს კი ფეხი აღარ ჰქონდა, ვერაფრით წარმოიდგენდნენ, რომ ერთ დღეს ფეხბურთის მოედანზე გამოვიდოდნენ და ითამაშებდნენ. მეტიც, რომ სწორედ ფეხბურთი გახდებოდა მათი სიცოცხლისთვის აზრის მიმცემი საქმიანობა.