უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ანექსირებულ ყირიმში 50-ზე მეტი ახალი პოლიტპატიმარი გაჩნდა. პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულთა ორი მესამედი ყირიმელი თათარია. მათ ტერორიზმსა და ექსტრემიზმში ჯერ კიდევ 2015 წლიდან ადანაშაულებენ და საკმაოდ ბევრსაც უსჯიან.