პანკისის ხეობის, სოფელ დუისის მოსახლეობა 16 წლის ახმედ გაორგაშვილის მკვლელობის გამო სისხლის აღებით იმუქრება. გაორგაშვილის ახლობლები აზრერბაიჯანის ხელისუფლებისგან იმ მესაზღვრის სასწრაფოდ დაკავებას და დასჯას მოითხოვენ, რომელმაც მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
კახეთში მოსულმა სეტყვამ გურჯაანის და ყვარლის რაიონებში რამდენიმე სოფელი მოსავლის გარეშე დატოვა, ბევრ სოფელში კი ხეხილის ბაღები 20-70 %-ით განადგურდა. სეტყვამ ყველაზე მეტად ყვარლის რაიონის სოფელი გავაზი დააზარალა.
სტიქიის შედეგად, ახმეტის რაიონში შვიდი სოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში გარესამყაროს იყო მოწყვეტილი. ადიდებულმა მდინარემ ახმეტა-თიანეთის 24-ე კილომეტრზე გზა დაანგრია. მდინარე ილტომ ახმეტის სასმელი წყლის სათავე ნაგებობაც დააზიანა. ათობით საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.
კახეთის რეგიონში რეგისტრირებული ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, თუმცა აქტივობით მხოლოდ რამდენიმე გამოირჩევა. ის ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობის პროცესში მთელ რეგიონს ფარავენ, ძირითადად, ცენტრალური ოფისების ფილიალებს წარმოადგენენ და მათ საზოგადოებაც კარგად იცნობს.
ადგილობრივი ხელისუფლება ნაკლებად, ზოგიერთ რაიონში კი თითქმის სრულებით არ იცნობს ხალხის პრობლემებს. პრიორიტეტებიც ადგილობრივ ბიუჯეტში მუდმივად ხელისუფლების სურვილისამებრაა დაგეგმილი. ამის შესახებ ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და თავად მოსახლეობაც კონკრეტული ფაქტებით საუბრობს.
პრაიმერში მონაწილე 6 პარტიიდან თელავში, ამ ეტაპზე, მხოლოდ ორი პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატია ცნობილი: ალექსანდრე ტალიური - მოძრაობა „სამართლიანი საქართველოდან“ და გიორგი მოსიაშვილი - კონსერვატიული პარტიიდან. გიორგი მოსიაშვილი
სასმელი წყალი კახეთში ჯერ კიდევ გასულ წელს ნომერ პირველ პრობლემად დასახელდა. გიორგი ღვინიაშვილი, პრეზიდენტის რწმუნებული კახეთში, აცხადებს, რომ 2009 წელს პრობლემის მოსაგვარებლად რეგიონში 16 მილიონი ლარი გაიხარჯა.
კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში 2009 წელს პრიორიტეტი სასმელი წყალი იყო. მუშაობა ამ კუთხით იმ სოფლებშიც დაიწყო, სადაც სასმელი წყალი არასდროს ყოფილა და ადგილობრივებს კილომეტრების გავლა და წყლის ზიდვა მეზობელი სოფლებიდან უხდებოდათ.
ლევან ცეცხლაძე შუახევის რაიონიდან ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანში ოჯახთან ერთად ჩასახლდა. დამეწყრილ ზონაში ცხოვრობდა და იქ დარჩენა მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
კახეთში მოზარდთა განათლების უფლება ილახება. არასრულწლოვანები ან მცირეწლოვანი ბავშვები დასაქმებულნი არიან ისეთ სამუშაოზე, რაც ლახავს მათ უფლებას და ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას.
2010 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა კახეთის ყველა რაიონში აქტიურად მიმდინარეობს. ხელმძღვანელი პირები, ხალხის აზრის გათვალისწინების მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ.
მას შემდეგ, რაც “ღორის გრიპის” შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა, უბრალო გაციების შემთხვევაშიც კი ლაგოდეხში მოსახლეობა უკვე ექიმს მიმართავს.
სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ზოგიერთი პროექტი ლაგოდეხში ჯერაც არ დაწყებულა.
ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფონაში მცხოვრები მარტოხელა დედა ელენე გველესიანი დახმარებას უკვე 5 წელია ითხოვს. ელენე ამბობს, რომ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს წარმომადგენლობამ მისი ოჯახი ორჯერ შეამოწმა.
ლაგოდეხში მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გათბობის ერთადერთ საშუალებად კვლავაც შეშა რჩება, რადგან, არაერთი დაპირების მიუხედავად, რაიონის სრული გაზიფიცირება ჯერაც არ მომხდარა.
შრომის წიგნაკი მალე, შესაძლოა, საჯარო სამსახურში სავალდებულო დოკუმენტთა ნუსხაში აღარ აღმოჩნდეს. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში მოსალოდნელ ცვლილებას უარყოფითად აფასებენ ლაგოდეხელები.
ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგეობამ გასულ კვირას საკრებულოს მიმართა. ამავე ცვლილების საფუძველზე ითხოვა გამგეობამ კულტურის სამსახურის დაფინანსების გაზრდა.
სოფელ კართუბანში 2 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი, რომელიც მოსახლეობას ამ რაიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად ქცეულ კაბალის ბაზართან აკავშირებს, მთლიანად დანგრეულია.
სტიქიამ კახეთი მნიშვნელოვნად დააზარალა, მდინარეები ადიდდა ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის, სიღნაღის რაიონებში. მოვარდნილმა წყალმა მოანგრია ხიდები, დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები, დაიხოცა ფრინველი და პირუტყვი.
სასაფლაოების შემოღობვა, სპორტული მოედნებისა და სკვერების მოწყობა, სანიაღვრე არხების გაკეთება - ეს ძირითადი სამუშაოებია, რაც სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხში დაიგეგმა.
ჩამოტვირთე მეტი