ქუთაისში საზოგადოებრივი ტუალეტები არ არის. ერთადერთი საპირფარეშო, რომელიც ცენტრალურ ბაღშია, ბინძური და მოუწესრიგებელია, რომლითც ვერც ადგილობრივები და ვერც უცხოელი ტურისტები სარგებლობენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან ერთი წელი გავიდა. როგორ აფასებენ ქუთაისელები თვითმმართველობის მუშაობას?
რეაბილიტაციის შედეგად, რომელიც ხუთი თვე მიმდინარეობდა, ხის საფეხმავლო იატაკი ლითონით ჩანაცვლდა. თავიდან შეიღება მოაჯირი. ხიდზე ასევე ამოიტვიფრა ციტატები, რომლებიც თეთრ ხიდსა და ქუთაისს ეხება.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება. საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში გადავიდა. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წინასაარჩევნო გარემო არათანაბარია. ისინი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ლაპარაკობენ.
ქუთაისში ოცდაათამდე ძეგლია, რომელთა დიდ ნაწილს სახელი არ აწერია. რამდენიმე მათგანს მხოლოდ ქართული წარწერა აქვს. ქალაქში ჩამოსული უცხოელი და ქართველი სტუმრებისთვის გაურკვეველია, ვის და რატომ დაუდგეს ძეგლი.
ქუთაისში მდინარე ოღასკურის კალაპოტის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მწვანე ნარგავები ეწირება. რეაბილიტაცისთვის მერიამ 582 000 ლარი გამოყო. კალაპოტის წმენდას და ნაპირსამაგრ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „კონსტანტა“ აწარმოებს.
"რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებში ასახული საგანგაშო კორუფციული ნიშნების გათვალისწინებით, საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების მაღალჩინოსნების პარლამენტში დაბარებას ითხოვს.
თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისში დაიწყო და აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. კომპანია „ალმა რუს საქართველომ" ქუთაისის მერიის მიერ მეორედ გამოცხადებულ ტენდერში 435 999 ლარად გაიმარჯვა. კომპანია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 220 ლარით ჯარიმდება.
„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვერ დადასტურდა სხვა პირის არსებობა, რომელიც საგამოძიებო სამსახურებსა და პროკურატურას უნდა მიეცათ პასუხისგებაში დავით სარალიძის მკვლელობისათვის.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. სხდომას, გარდა დეპუტატებისა, სასულიერო პირები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
16 სექტემბრიდან ქუთაისი საერთასორისო საოპერო ფესტივალს უმასპინძლებს. ერთი კვირის განმავლობაში ქუთაისის მ. ბალანჩივაძის ოპერისა და ბალეტის თეატრში სპექტაკლები, კამერული მუსიკის საღამოები და გალა კონცეტრი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საერთაშორისო დონის საოპერო მომღერლები მიიღებენ.
აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს რუსეთის სასარგებლოდ გაკეთებულ განცხადებებში ადანაშაულებდნენ. პრეზიდენტობის კანდიდატმა შეკრებილ ამომრჩეველს საპრეზიდენტო პროგრამა და საკუთარი ხედვები გააცნო.
ქუთაისში, გუნიას ქუჩაზე, რამდენიმე თვის წინ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო, რაც სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას, კანალიზაციის მილების გაყვანასა და ბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებდა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ხმათა უმრავლესობით „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა დაამტკიცა. საგამოძიებო კომისიის დასკვნა ჯერ პარლამენტის ბიუროს წარედგინება და შემდეგ განსახილველად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.
ქუთაისში, ერთ-ერთი ქუჩისთვის სენატორ ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, მოქალაქემ, ქუთაისის მერიას ინიციატივით მიმართა. ეყოლება თუ არა მხარდამჭერი იდეას და რას ფიქრობენ ქუთაისელები მაკკეინის სახელობის ქუჩის არსებობაზე.
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, თითქმის სამი თვეა მიმდინარეობს მიწისქვეშა მუნიციპალური წყალგაყვანილობის სარემონტო სამუშაოები. ამის გამო ქალაქის ცენტრალური გზა ნაწილობრივ გადაკეტილია. ავტოტრანსპორტს რუსთაველის გამზირზე მოძრაობა უჭირს.
სკეიტპარკის მშენებლობა ქუთაისის მერიას 196 ათასი ლარი დაუჯდა
ქუთაისელი ახალაზრდები სკეიტპარკის მშენებლობას ხუთი წელი ითხოვდნენ. ვიდრე ახალი პარკი მოეწყობოდა, სკეიტერები მერიის მიმდებარე ტერიტორიას იყენებდნენ. სკეიტპარკის მშენებლობა ქუთაისის მერიას 196 ათასი ლარი დაუჯდა.
ქუთაისში დააზიანეს რამდენიმე თვის წინ დადგმული ეკოლოგიური ინფრასტრუქტურა, რომელიც „სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის თაობათა დიალოგის“ ინიციატივით შეიქნმა. პროტესტის ნიშნად ეკოლოგიური კულტურისა და კლიმატის ცვლილების შესახებ ცოდნის ამაღლებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციამ ინსტალაცია მოაწყო.
სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კამპანია დიდი ჯიხაიშიდან დაიწყო. ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ეზოში შეკრებილ საზოგადოებას მან თავისი გეგმები გააცნო. სალომე ზურაბიშვილის პრიორიტეტებს შორისაა ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ემიგრანტები და რეგიონების განვითარება.
ჩამოტვირთე მეტი