რადიო თავისუფლება აგრძელებს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროევროპულ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულების საქმეების შესწავლას და ისტორიების შეგროვებას. შევისწავლეთ 44 საქმე. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.
ათი კარგი ამბის შეგროვებას ვგეგმავდით, მაგრამ შვიდიც კი ძლივს გავიხსენეთ. მოხდა კი რამე კარგი? - მძიმე პოლიტიკური კრიზისებით სავსე ერთი წლიდან გამოვარჩიეთ ის მოვლენები, რომლებმაც ბევრი ერთნაირად გაახარა, გააღიმა და სიამაყით აავსო. ამბების დიდი ნაწილი სპორტულ და კულტურულ წარმატებებს უკავშირდება.
პირველი შემთხვევაა, როცა აქციების დროს გდდ-ს მაღალჩინოსანი უწყებას პროტესტის გამო ტოვებს და შემდეგ ამაზე ხმამაღლა საუბრობს, ამიტომ მოჰყვა დიდი ინტერესი ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი შაიშმელაშვილის ინტერვიუს, რომელიც მასთან ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ ჩაწერა.
რადიო თავისუფლებამ პროევროპულ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულების საქმეებისა და ისტორიების შეგროვება დაიწყო.
მოსამართლეები უარს ამბობენ, მოისმინონ, დაინახონ და ილაპარაკონ იმ სისასტიკეზე, რომლითაც სპეცრაზმელები დაკავებულებს უსწორდებოდნენ. მართალია, კანონი მათ არ ავალდებულებს გაარკვიონ დაკავების დეტალები, მაგრამ არც უკრძალავს. მაშინ, რა დგას ამ გულგრილობის მიღმა? - აქ ვყვებით სავარაუდო ვერსიებზე.
პროევროპულ საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს ყველაზე ხშირად ექვსი მოსამართლე განიხილავს: კობა ჩაგუნავა, ლელა მილდენბერგერი, ლელა ცაგარეიშვილი, ზვიად ცეკვავა, ნინო ენუქიძე და მანუჩარ ცაცუა. ამ სტატიაში მათ შესახებ მოგიყვებით.
„ქართული ოცნება“ საჯარო სამსახურში რეორგანიზაციის ჩატარების პროცესს ამარტივებს. ცვლილება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის.
ბოლო ხუთი დღეა თბილისის საქალაქო სასამართლო განსაკუთრებით გადაიტვირთა. დილიდან საღამომდე, რამდენიმე სხდომათა დარბაზში, ხშირად პარალელურადაც, აქციებზე დაკავებულებს ასამართლებენ. გზის გადაკეტვის საქმეებს რუსთაველის გამზირზე დაკავებულთა პროცესებიც დაემატა.
19 და 20 წლის ბიჭები განსასჯელის სკამზე. რვავე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ერთმა ნაწილმა ძალადობა დაგეგმა, მეორემ განახორციელა. თავად ამბობენ, რომ ერთმანეთს არ იცნობენ. მოგიყვებით, რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე და ვინ არიან დაკავებულები.
ზვიად მაისაშვილი - გამხდარი, ხუჭუჭთმიანი ახალგაზრდა, რომელსაც ერთი შავებში ჩაცმული ნიღბიანი პოლიციელი ფერდებში წიხლს, მეორე ფეხის ქუსლს ჩაარტყამს სახეში და მესამე, დახმარების სათხოვნელად წამოწეულს, ისევ წიხლს დაუმატებს, პროევროპულ აქციებზე ნაცემი დემონსტრანტების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.
ფეისბუკჯგუფმა „დაიტოვე“ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად აქცია მოაწყო და მტკვრის ორივე სანაპირო გადაკეტა. ამის გამო რამდენიმე საათით ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნა. ეს მოხდა თითქმის ორი კვირის წინ, 10 ნოემბერს. ახლა კი შსს ამ აქციის მონაწილეებს იბარებს სასამართლოში და აჯარიმებს.
9 იურისტი სააპელაციო სასამართლოს კოლეგიას 23 საათის განმავლობაში უმტკიცებდა, რომ არჩევნები გაყალბდა, ხმის ფარულობის უფლება კი დაირღვა. სასამართლომ საპირისპირო დაადგინა. ამ იურისტებიდან ხუთი რადიო თავისუფლებას უყვება, რა ხდებოდა 23 საათი სასამართლოში და რატომ შეიძლება იქცეს ეს პროცესი ისტორიად.
ქართულ სასამართლო სისტემაში საარჩევნო დარღვევებზე დავის რესურსი ამოწურულია. სადამკვირვებლო ორგანიზაციები სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას განიხილავენ.
მარკირების მოცილების „გაკვეთილი“ კომისიის წევრებისგან, ემიგრანტი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და ხმა მის ნაცვლად უკვე მიცემული დახვდა. ამ ვიდეოში სხვა ახალი მტკიცებულებებიცაა, რომელიც სავარაუდო გაყალბებაზე ISFED-ის მკვლევრის, გიორგი მონიავას ეჭვებს აძლიერებს. რა კითხვებს უნდა უპასუხოს აუდიტმა?
ნათია მეზვრიშვილი 6 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით არჩევნების გაყალბების საქმეზე დაიკითხება. იქამდე პოლიტიკოსი რადიო თავისუფლებასთან ჰყვება „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნების მოგების სქემაზე
„არჩევნების გაყალბება კანონმდებლობის გაფუჭებიდან დაიწყო“, - ამბობენ ორგანიზაციები და პოლიტიკოსები, რომლებმაც არჩევნების ლეგიტიმურობა არ აღიარეს. რა „გააფუჭა“ „ქართულმა ოცნებამ“ და რაში შეუწყო ხელი ცესკომ? - ამ სტატიაში შევაგროვეთ ყველა ცვლილება, რომლებიც გაყალბების მამტკიცებლების ხელში არგუმენტებია.
ჩამოტვირთე მეტი