11 დეკემბერი მნიშვნელოვანი დღე იყო რუმინეთისა და მაკედონიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ამ ორ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.
სოციალური მედიის წამყვანმა კომპანიებმა შეიმუშავეს გეგმა, რომელმაც ტერორიზმის პროპაგანდა უნდა შეაჩეროს.
თბილისის ინტერნეტფორუმის ორგანიზატორების მთავარი ამოცანაა ყურადღების მიღმა არ დარჩეს წლის არც ერთი მწვავე და აქტუალური მოვლენა. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემები იყო ინტერნეტში პერსონალური მონაცემების დაცვა და ციფრული კომუნიკაციის როლი უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.
„ვეფხისტყაოსნის“ თარგმანებს პოემის კორეული თარგმანიც შეემატა. მისი ასლი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას კორეის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში კიმ ინ ჰანიმ გადასცა.
საქართველოს მოსახლეობის 13%-ისთვის ქართული მშობლიური ენა არ არის და მისი სრულფასოვნად ცოდნა კვლავ სერიოზული პრობლემაა.