ქუთაისში თეთრი ხიდის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც ქუთაისის მერიამ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
ქუთაისის ერთ-ერთი უბნის, „ავანგარდის“ დიდი ნაწილი სასაფლაოებს უჭირავს. კერძო მესაკუთრე, რომელმაც დიდი ტერიტორია შეიძინა, გეგმავს სასაფლაოს კიდევ გაფართოებას, რასაც ადგილობრივი ახალგაზრდების პროტესტი მოჰყვა.
ქუთაისის საკრებულოსთან ჩამოყალიბდა გენდერის საკითხთა საკონსულტაციო საბჭო 20 წევრის შემადგენლობით. მათ შორის არიან როგორც საკრებულოს წევრები, ასევე არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. საკონსულტაციო საბჭომ 2019 წლისთვის გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიმუშაოს.
ქუთაისში დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეა უამრავი პრობლემის წინაშე დგას.
ქუთაისში დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეა უამრავი პრობლემის წინაშე დგას. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა - საცავები, ჰაერის ცირკულირება-ვენტილაცია, განათებისა და ექსპონატების შენახვის პირობები - არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გალერეამ სრულფასოვნად იმუშაოს.
პარლამენტმა დაძლია „მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო.
ფემინისტმა მხატვარმა ლია უკლებამ და ჟურნალისტმა ეკა კუხალაშვილმა გამოფენა და ვიდეოინსტალაცია მოაწყვეს მუშა ქალების ცხოვრების შესახებ. პროექტი, რომლის სახელწოდებაა „გასვლა აკრძალულია“, ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკასა და ჭიათურაში მომუშავე ქალების ცხოვრებასა და მათ მძიმე შრომას ეხება.
ქუთაისში მცხოვრებ ნანა მელაძეს არაერთი შეზღუდვა აქვს. ის მარტოხელაა და სოციალურად დაუცველი. მისი რთული მდგომარეობის მიუხედავად, საარსებო შემწეობა არსებული სახელმწიფო სტანდარტების გამო ვერ დაენიშნა.
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ორ საკითხს შეეხნენ - „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის" შესახებ კანონპროექტებს.
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ორ საკითხს შეეხნენ - „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" კანონპროექტებს.
ქუთაისის იუსტიციის სახლში გაიხსნა „ჯასთ კაფე“ (JUST CAFE), სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ფინჯან ყავასთან ან საუზმესთან ერთად, მიიღოს ყველა ის დოკუმენტი, რაც სჭირდება.
ქუთაისის იუსტიციის სახლში გაიხსნა „ჯასთ კაფე“ (JUST CAFE), სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ფინჯან ყავასთან ან საუზმესთან ერთად, მიიღოს ყველა ის დოკუმენტი, რაც სჭირდება. „ჯასთ კაფეს“ სივრცეში ასევე შესაძლებელია ბიზნესშეხვედრების გამართვაც.
როგორ ქალაქში ისურვებდით ცხოვრებას? - რადიო თავისუფლებამ ამ შეკითხვით მიმართა გამვლელებს.
ქუთაისში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის წლების მანძილზე პრობლემას წარმოადგენს არაადაპტირებული ქუჩები და ტრანსპორტი, უხარისხოდ გაკეთებული პანდუსები, უმუშევრობა.
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობამ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 54 მილიონი ლარით განისაზღვრა. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა არც „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო.
ჩამოტვირთე მეტი