თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისში დაიწყო და აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. კომპანია „ალმა რუს საქართველომ" ქუთაისის მერიის მიერ მეორედ გამოცხადებულ ტენდერში 435 999 ლარად გაიმარჯვა. კომპანია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 220 ლარით ჯარიმდება.
16 სექტემბრიდან ქუთაისი საერთასორისო საოპერო ფესტივალს უმასპინძლებს. ერთი კვირის განმავლობაში ქუთაისის მ. ბალანჩივაძის ოპერისა და ბალეტის თეატრში სპექტაკლები, კამერული მუსიკის საღამოები და გალა კონცეტრი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საერთაშორისო დონის საოპერო მომღერლები მიიღებენ.
აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს რუსეთის სასარგებლოდ გაკეთებულ განცხადებებში ადანაშაულებდნენ. პრეზიდენტობის კანდიდატმა შეკრებილ ამომრჩეველს საპრეზიდენტო პროგრამა და საკუთარი ხედვები გააცნო.
ქუთაისში, გუნიას ქუჩაზე, რამდენიმე თვის წინ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო, რაც სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას, კანალიზაციის მილების გაყვანასა და ბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებდა.
ქუთაისში, ერთ-ერთი ქუჩისთვის სენატორ ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, მოქალაქემ, ქუთაისის მერიას ინიციატივით მიმართა. ეყოლება თუ არა მხარდამჭერი იდეას და რას ფიქრობენ ქუთაისელები მაკკეინის სახელობის ქუჩის არსებობაზე.
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, თითქმის სამი თვეა მიმდინარეობს მიწისქვეშა მუნიციპალური წყალგაყვანილობის სარემონტო სამუშაოები. ამის გამო ქალაქის ცენტრალური გზა ნაწილობრივ გადაკეტილია. ავტოტრანსპორტს რუსთაველის გამზირზე მოძრაობა უჭირს.
ქუთაისში დააზიანეს რამდენიმე თვის წინ დადგმული ეკოლოგიური ინფრასტრუქტურა, რომელიც „სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის თაობათა დიალოგის“ ინიციატივით შეიქნმა. პროტესტის ნიშნად ეკოლოგიური კულტურისა და კლიმატის ცვლილების შესახებ ცოდნის ამაღლებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციამ ინსტალაცია მოაწყო.
ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე, ბოშათა დასახლებაში 25-მდე ოჯახი ცხოვრობს. უბანში მოუწესრიგებელია კანალიზაცია და გზის საფარი. ახალგაზრდები სათამაშო მოედნის გაკეთებას ითხოვენ. ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში კი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად თანხები ვერ გამოიძებნა.
ქუთაისში ჩატარებული პრეზიდენტობის კანდიდატთა პრაიმერის შედეგების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. არასამთავრობო ორგანიზაცია „პრაიმერის“ მიერ გამართულ გამოკითხვაში მონაწილეობა 125-მა ამომრჩეველმა მიიღო.
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა.
მოითხოვეს უსაფრთხო შრომის პირობები, საწარმოო შემთხვევებისას გარდაცვალების ფაქტების დროულად გამოძიება, ხელფასის ანაზღაურება. მაღაროელებმა „საქნახშირი ჯი აი ჯის ჯგუფის“ მფლობელს დავით ბეჟუაშვილს მიმართეს კომპანიის გენერალური დირექტორის ჯამბულ ჯაყელის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით.
ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელები - რუთი ბოლტონი და შერი სემი საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ესტუმრნენ.
ქუთაისის რკინიგზის სადგურით დღეში ასობით ადამიანი სარგებლობს. მიმდებარე ტარიტორია, სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებით არის დაბინძურებული. ანტისანიტარიასა და მოუწესრიგებელ მდგომარეობაზე, სადგურის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობაც საუბრობს.
ქუთაისის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს. „ქართუ“ ჯგუფი უნივერსიტეტის ასაშენებლად 500 მილიონ ლარის დახარჯვას აპირებს, თუმცა ჯერჯერობით დაპირებული უნივერსიტეტის ადგილას კვლავ მაღალი ბალახი ბიბინებს.
ქუთაისში ყოფილი #2 სასჯელაღსრულების შენობა უფუნქციო და მოუვლელია. ზაფხულის დადგომასთან ერთად მიტოვებულ იშენობა მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებლებს პრობლემებს უქმნის.
6 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები კენჭს უყრიან ხორავას ქიჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას.
6 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები კენჭს უყრიან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის სიღარიბის მაჩვენებელი გამოაქვეყნა.
ჩამოტვირთე მეტი