საქართველოში იმყოფება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რუმპე. 14 მაისს ის მართავს შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან. ვან რუმპე სიტყვით გამოვიდა „ევროპის სახლში“.
თბილისში მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ საპროტესტო აქციას მოთხოვნით, გადადგეს დედაქალაქის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე. პროტესტის 29-ე დღეს აქციის მონაწილეებმა მერიის შენობასთან გადაინაცვლეს.
27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრაში მონაწილეობდნენ თავად საპრეზიდენტო კანდიდატებიც.