ყველა პარამეტრით ცუდი სომეხი ვარ. არასოდეს მიცხოვრია სომხეთში, ცოტა და ცუდად ვიცი ჩემი სომხური ფესვების ამბავი, არ ვლაპარაკობ სომხურად. მაგრამ ცხოვრებაში მეორედ გავაცნობიერე, თუ რა არის სისხლის ყივილი. ასეთ დროს საფეთქლები იწყებს ფეთქვას ტკივილის, უძლურებისა და თანაგრძნობისგან.