მზია საგანელიძე არის რადიო თავისუფლების ფოტორეპორტიორი 2012 წლიდან.
როგორ იცვლებოდა „დედაენა“ საბჭოთა კავშირის პერიოდში და რა კეთდება დღეს მისი, როგორც ისტორიული ძეგლის, დასაცავად? კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ანბანის სწავლების გოგებაშვილისეულ მეთოდს ეროვნული მნიშვნელობის არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭება.
ხელვაჩაურში 1000-მდე ადამიანი, რომელსაც სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორია თვითნებურად აქვს დაკავებული, ხელისუფლებისგან დახმარებასა და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვს. 2012 წლის არჩევნების შემდეგ უსახლკაროდ დარჩენილმა პირებმა, ეკომიგრანტებმა თუ სოციალურად დაუცველებმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჩადგეს რამდენიმე ადგილას ათასამდე ქოხი და მუყაოს ყუთებისგან შეკოწიწებული ჯიხური, სადაც დღემდე აუტანელ პირობებში ცხოვრობენ. ჩასახლებულები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მათი პრობლემების შესწავლას ითხოვენ.
ვაკის პარკში, ყოფილ რესტორან „ბუდაპეშტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქმის ერთი თვეა, გარემოსდამცველები და რიგითი მოქალაქეები მორიგეობენ. ისინი ამ ტერიტორიაზე შვიდსართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ.
მას შემდეგ, რაც კიევის ქუჩებში ვითარება საგრძნობლად დაიძაბა და ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებს მსხვერპლიც მოჰყვა, უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის დამადასტურებელი აქციები საქართველოშიც იმართება. თბილისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ შეიკრიბნენ საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს.
თბილისში საშობაო ალილო ჩატარდა. საეკლესიო პირებისა და უბრალო მოქალაქეების თეატრალიზებული მსვლელობა 2 საათზე დაიწყო ვარდების მოედნიდან და სამების ტაძრისკენ გაემართა. ალილოზე შეგროვდა ტკბილეული და ტანსაცმელი, რომელიც შემდეგ ბავშვებს დაურიგდებათ.