22-28 მაისს საქართველო მასპინძლობდა ევროპის ჩემპიონატს ჯომარდობაში, რომელიც ბორჯომის ხეობაში, მდინარე მტკვარზე, გაიმართა. ჩემპიონატში ევროპის ქვეყნების 44 გუნდის სამასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის 26-ე წელი დედაქალაქსა და რეგიონებში აღინიშნა სახალხო ღონისძიებებითა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ახალწვეულთა ფიცის დადებით.
თბილისში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი მელიქიშვილისა და ნიკოლაძის ქუჩების კვეთაზეა - ეს შედეგი გარემოს ეროვნული სააგენტოს 2016 წლის მონიტორინგმაც აჩვენა. ჰაერის დაბინძურების მთავარ მიზეზად კი ავტომობილების გამონაბოლქვი დასახელდა.
25 მაისს თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი იწყება. წელს ფესტივალის საპატიო სტუმარი ქვეყანაა ნორვეგია. წლევანდელ ფესტივალში 60-მდე გამომცემლობა და წიგნის მაღაზია მიიღებს მონაწილეობას. როგორ ემზადებიან მონაწილეები და რას ჰპირდებიან ისინი წიგნის მოყვარულებს?
„მენაშენეებისა და დეველოპერების მიერ ნაკარნახევი სიტუაცია“ - ასე აფასებს ურბანისტების ნაწილი დედაქალაქში მიმდინარე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობებს.