იმ ადგილის ქვემოთ, სადაც მთას ნაპრალი გაუჩნდა, მერია იმ ახალი გზის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, რომლითაც ვაშლიჯვარი გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს საცხოვრებელი და სხვა ფუნქციის მქონე ნაგებობების მშენებლობა მთის ქედზე, ნაპრალის სიახლოვეს.
8 მარტს „1000 მშობელი“ ქუჩაში გამოვიდა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ და საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნით.
რატომ დაუპირისპირდა ბუკნარელი ქრისტიანების ნაწილი მუსლიმ მეზობლებს, რომლებთანაც ათწლეულებია უკონფლიქტოდ თანაცხოვრობდნენ? მოგვარდა თუ არა პრობლემა კამერების წინ შერიგებისა და ხელის ჩამორთმევის შემდეგ?
102 წლის გალინა ზაქრაძე სამტრედიის მოხუცთა სახლის უხუცესი ბინადარია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა. ვირუსით დაინფიცირდა მოხუცთა სახლის თითოეული მცხოვრები, 5 მოხუცი კი გარდაიცვალა. ახლა სათნოების სახლი მნახველებისთვის დაკეტილია.
1 საათი და 20 წუთი - ზუსტად ეს დრო სჭირდება მასწავლებელ ვერიკო კალანდარიშვილს ვალდორფის სკოლაში მისასვლელად. საკლასო ოთახი ცარიელია. როგორ იქცა სკოლის რეალური ცხოვრება ვირტუალურად? როგორი იყო წელი, რომელმაც შეცვალა სამყარო არა მხოლოდ დიდებისთვის, არამედ ბავშვებისთვისაც?
სამგორის რაიონში უნებართვოდ დადგმული სახლების დაშლისთვის გაცემული დრო ამოიწურა - თბილისის მერიამ შენობების ნგრევა დილის 7 საათიდან დაიწყო. დემონტაჟს ვერც აფხაზეთიდან დევნილი და-ძმის თითქმის დასრულებული სახლები გადაურჩა.
თბილისში, სამგორის რაიონში უნებართვოდ დადგმული სახლების დაშლისთვის გაცემული დრო იწურება. ზოგი საკუთარი ხელით აშენებულ კედლებს საკუთარი ხელითვე ანგრევს. აფხაზეთიდან დევნილი ოჯახს იმედი აქვს, რომ მისი სახლი ბულდოზერებს გადაურჩება.
რამდენად აქვს ხალხს იმედი, რომ COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში სრულფასოვანი მკურნალობის საშუალება ექნებათ და ემხრობიან თუ არა ლოკდაუნს? - რადიო თავისუფლებამ ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა.
მიუხედავად იმისა, რომ “სიცრუის დეტექტორს”, საქართველოში არცერთი კანონმდებლობა არ ცნობს, აღმოჩნდა, რომ ქართული და საქართველოში დარეგისტრირებული უცხოური კომპანიები, თანამშრომლებს ან პოტენციურ თანამშრომლებს, სიცრუის დეტექტორზე სისტემატურად ამოწმებენ.
საკლასო ოთახი სკოლის ეზოში პირველკლასელების უჩვეულო გარემოში დასახვედრად მოაწყვეს, მაგრამ პანდემიის რეჟიმში ჰაერზე სწავლება იმდენად მოხერხებული აღმოჩნდა, რომ ხაშურის პირველი სკოლის ყველა კლასი რიგ-რიგობით იყენებს ამ სივრცეს გაკვეთილებისთვის. აქ ტარდება მასწავლებლების შეკრებებიც.
ელენე ნემსაძე პროფესიით ფინანსისტია. მინიატურული სახლების, მინიატურული კულინარიული ნაწარმისა, ყვავილებისა და სხვა ნივთების კეთება რამდენიმე თვის წინ, კარანტინის პერიოდში დაიწყო.
მეთერთმეტე „ელექტრონავტები“ ამ ჯილდოს ისტორიაში ალბათ საუკეთესო აღმოჩნდა.
მეკობრეებსა და აფრიკის ჯუნგლებში გატარებულ ტყვეობის 21 დღეზე რადიო თავისუფლებას გემის კაპიტანი, 34 წლის დავით მელიქიშვილი, უყვება.
2020 წლის 9 მაისი მოკრძალებულად აღინიშნა. ნაციზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას დაემთხვა. შესაბამისად, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან, გამარჯვების დღის აღსანიშნად, მხოლოდ რამდენიმე მოქალქე და პოლიტიკოსი მივიდა.
31 მარტის 21 საათიდან საქართველოში კომენდანტის საათი ამოქმედდა. მოქალაქეებს დილის 6 საათამდე ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ. აკრძალვა ვრცელდება ყველაზე, გამონაკლისია პოლიცია და საშვის მქონე პირები. წესების დამრღვევი რამდენიმე მოქალაქე უკვე დააჯარიმეს. კომენდანტის საათი 21 აპრილამდე მოქმედებს.
21 წლის სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი ხეხელაშვილი კახა კალაძეს და ირაკლი კობახიძეს მიუნხენის აეროპორტში შემთხვევით შეხვდა, ფეისბუქზე პირდაპირ ეთერში ჩართო და კრიტიკული კითხვები დაუსვა. კითხვები ოკუპაციას, ადამიანის უფლებებს, ქალაქის გამწვანებას და ურბანულ პოლიტიკას შეეხებოდა.
10 წლის წინ, 2010 წლის 12 თებერვალს ზამთრის ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა. საწვრთნელი დაშვებისას 144,3 კმ/სთ მოძრავი მისი ციგა ტრასიდან ამოვარდა და ბეტონის კონსტრუქციას შეასკდა.
სოფელ მზიანეთში უჭირთ თქვან, რა არის ის, რაც სოფლის განაპირას დაიდგა და ფილებით მოპირკეთებულ ხელოვნურ ბალახზე დადგმული 5 სკამისა და ორი ტრენაჟორისგან შედგება. მოსახლეობის თქმით, ბავშვებს აქ თამაში გაუჭირდებათ, რადგან სკამებისა და სავარჯიშოების გარშემო ნაგავი და შინაური ცხოველების სადგომებია.
ჩამოტვირთე მეტი