საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი ბიზნესმენი ჰასან ხალიტოვი, როგორც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის მომზადების მოწმე, საქართველოს სპეცსამსახურებმა შარშან ზაფხულში დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღესვე გაათავისუფლეს, ხალიტოვის ცხოვრება ამის შემდეგ ნამდვილ კოშმარად იქცა.