გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
„არა ოჯახში ძალადობას“ - ასე ერქვა აქციას, რომელიც გორის თეატრის სკვერში გაიმართა. სკვერში ახალგაზრდები იისფერი ბუშტებითა და გულსაბნევებით მივიდნენ.
"არა ოჯახში ძალადობას" - ასე ერქვა აქციას, რომელიც გორში თეატრის სკვერში გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
ცხინვალში ყურადღებით აკვირდებიან სოხუმში გამართულ უკმაყოფილო დისკუსიას რუსეთის მიერ შეთავაზებული „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ ხელშეკრულების შესახებ.
23-24 ოქტომბერს გორში სახალხო დღესასწაული გორის დღეები გაიმართა. მთავარი ღონისძიებები ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოეწყო: ხელნაკეთი ნივთების, ნახატებისა და ფოტოების გამოფენა-გაყიდვა; სპორტული თამაშები; შავფაროსნების წარმოდგენა; ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ჯგუფების კონცერტები.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში მედიის, არასამთავრობო სექტორისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან გაუჩინარებული ადამიანების მოძებნაში „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტიც ერთვება. საუბარია ორ ადამიანზე, რომან შიტიკოვსა და დავით ბაშარულზე.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა.
რამდენიმე დღის წინ დაკავებული ბონდო ბერიანიძე ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. სოფელ ბერშუეთის მცხოვრები საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქონელს მწყემსავდა.
მთელი საქართველოს მასშტაბით საკრებულოს წევრებისა და თანამდებობის პირებისთვის თვითმმართველობის ექსპერტები, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები ტრენინგებს ატარებენ.
ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართულ სოფლებში ბუნებრივი აირი შეჰყავთ, რაც მეზობელ სოფლებში პროტესტს იწვევს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ჟურნალისტებთან მეორე შეხვედრა გაიმართა გუდაურში.
კიდევ ერთი დაკავება მოხდა სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს რუსეთის მესაზღვრეებმა ადგილობრივი მკვიდრი ბონდო ბერიანიძე აიყვანეს. ბერიანიძე სოფლის განაპირას საქონელს მწყემსავდა.
12 ოქტომბერს გორის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო გუნდმა „ლიახვმა“ ამხანაგური შეხვედრა გამართა საქართველოს მთავრობის წევრებისა და ვეტერანი ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებულ გუნდ „თბილისთან“, რომელიც საგანგებოდ ამ თამაშისთვის შეიქმნა.
ცხინვალის საფეხბურთო კლუბი „ლიახვი“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგაში თამაშობს. გუნდის ძირითად ბირთვს ცხინვალიდან გამოსული სპორტსმენები შეადგენენ.
ბოლო დროს გორში სტალინიზმისა და ტოტალიტარიზმის თემების განხილვა სულ უფრო აქტუალური ხდება. საბჭოთა ბელადის მშობლიურ ქალაქში ამ დისკუსიების გამართვას ბიძგი რამდენიმე მოვლენამ მისცა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. აქ რამდენიმე დღეა სამშენებლო ტექნიკა მუშაობს - სატვირთო მანქანებით ლოდებს ეზიდებიან, ტრაქტორები კი ამ ლოდებს მტკვრის კალაპოტში ყრიან.
ორი დღეა გორსა და ატენში ისევ იმ ოპერაციაზე საუბრობენ, რომლის დროსაც 12 ადამიანი დააკავეს. მათ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გასაღებისა და ქრთამის აღებაში ედებათ ბრალი.
საოკუპაციო გამყოფ ხაზთან რუსეთის მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ეს მოხდა მაშინ, როცა ცოლ-ქმარი ზინა ნატრიაშვილი და კახა ყაზიშვილი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში გადმოდიოდნენ.
გორის მერიასა და საკრებულოში საჯარო მოხელეების თანამდებობებზე დასანიშნად გამოცხადებული კონკურსის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ყოველ ღამით გორის ქუჩებში სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება. სამართალდამცავები აჩერებენ როგორც ფეხით მოსიარულეებს, ისე სატრანსპორტო საშუალებებს.
ჩამოტვირთე მეტი