გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისში დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა სოფელში ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლას და პრობლემების ადგილზე შესწავლას ითხოვს.
რატომ უნდა ვითანამშრომლოთ და რა მოტივაცია გვაქვს ამისთვის? - ეს კითხვები ერევანში ჩასულმა ქართველმა, ოსმა და აფხაზმა ჟურნალისტებმა საკუთარ თავს და ერთმანეთს დაუსვეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში ადგილობრივ გლეხებს რუსეთის მესაზღვრეები საკუთარ ნაკვეთში აღარ უშვებენ. სოფელში ინციდენტიც მოხდა: მესაზღვრეებმა ერთი ადამიანი დააკავეს, თან წაიღეს სახნავი ტექნიკა და ჯარიაშნელებს მავთულხლართებთან ახლოს მუშაობა აუკრძალეს. დაახლოებით ერთ საათში დაკავებული გაათავისუფლეს.
საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველებს კიდევ ერთი შანსი ეძლევათ: გორის მერიამ და საკრებულომ საჯარო მოხელეების შესარჩევი კონკურსი კიდევ 20 ვაკანსიაზე გამოაცხადა.
ცხინვალსა და მოსკოვს შორის გასაფორმებელი „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შეთანხმების პროექტი განსახილველად კრემლში უკვე გაიგზავნა.
რუსეთთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების პროექტმა ცხინვალში საზოგადოებაც და პოლიტიკური სპექტრიც ორ ნაწილად გაყო.
„ომის შედეგები და არსებობის სიმძიმე“- ასე ჰქვია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართულ სოფლებს ეხება.
მიუსაფართათვის გორში კარვები არ გაშლილა, შარშან ზამთარში კომბინატის დასახლებაში იმ ადამიანებისთვის, ვისაც საცხოვრებელი არ გააჩნდა და ღამეს ქუჩაში ათევდა, 4 კარავი გაშალეს.
2-თვიანი შესვენების შემდეგ ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრები განახლდა. დღევანდელი შეხვედრა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
თებერვალში მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრეციის“ შესახებ შეთანხმება გაფორმდება.
ქარელის რაიონის სოფელ დვანის მკვიდრი, 57 წლის ბეგლარ ახალკაცი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მას ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან.
გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდებმა საზოგადოებას დოკუმენტური ფილმი „სამშვიდობო ექსპრესი“ უჩვენეს. ფილმი მომზადდა პროექტ „ახალგაზრდული სამშვიდობო ექსპრესის“ ფარგლებში.
ცხინვალიდან და ლიახვის ხეობიდან დევნილები ტურბაზის დასახლებაში შეიკრიბნენ და ქართულ-ოსურ ტრადიციებსა და ურთიერთობებზე ისაუბრეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარდიაანთკარი შერეული ქართულ-ოსური სოფელია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მნიშვნელოვნად დაზარალდა.
კარალეთის დევნილთა დასახლების 123-ე კოტეჯში ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე მოულოდნელი სიხარული ეწვიათ: მრავალშვილიან ოჯახს საფეხბურთო კლუბ ცხინვალის „ლიახვის“ წარმომადგენლებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადგილობრივი სამმართველოს თანამშრომლებმა საჩუქრები მიუტანეს.
ტურბაზის ხის კოტეჯებში მცხოვრები ცხინვალელი დევნილები ახალ წელს ისევ ნახევრად დაშლილ საცხოვრებლებში გაატარებენ. დაახლოებით ერთი კვირის წინ ქალაქის ყოფილი საავადმყოფოს შენობის 4 სართული ჩამოინგრა.
დიდი ხანია ერგნეთში ასეთი ხმაური და ჟივილ-ხივილი აღარ ყოფილა. ომის შემდეგ სოფლის მცხოვრებლები ძირითადად საცხოვრებელი სახლების აღდგენაზე ზრუნავდნენ.
საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს, ერგნეთში ბაზრობა და საახალწლო ღონისძიება მოეწყო. ბაზრობამ ერთი დღით იმუშავა და ადგილობრივმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის პროდუქტები გაყიდეს. ერგნეთში მოწყობილ ბაზრობას ცხინვალში მძაფრი რეაქცია მოჰყვა. დე ფაქტო ხელისუფლებამ აქცია პროვოკაციის მცდელობად შეაფასა.
28 დეკემბერს ერგნეთში ერთდღიანი საახალწლო ბაზრობა მოეწყობა. ამ ინფორმაციის გავრცელებას ცხინვალში მძაფრი რეაქცია მოჰყვა.
ჩამოტვირთე მეტი