გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი აღდგომის დღეებში სტუმრებს ელოდებოდა. მისი და, რომელიც თბილისში ცხოვრობს, ერთი წელია დაბაში ოჯახის წევრებთან არ ყოფილა.
გორში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარების შესახებ სამოქალაქო მოსმენა გაიმართა.
გორში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტების განხორციელება დაიწყო. ადგილობრივ ბიუჯეტში ამხანაგობათა პროექტების დასაფინანსებლად სპეციალური მუხლი არსებობს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამ ფინანსებით ბინათმესაკუთრეები არ სარგებლობენ. მერიის თანამშრომლები ყოველი საჯარო შეხვედრის დროს მოქალაქეებს გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.
შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი ტელეკომპანია „თრიალეთისგან“ საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში ჩივილით იმუქრება.
ოსური და რუსული მხარეები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დევნილთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას საკუთარ თავზე ვერ იღებენ.
დისკუსია დროდადრო კამათში გადადიოდა, კამათს შელაპარაკებაც მოსდევდა, მაგრამ კორექტულობის ფარგლებს არ გასცილებია. საქართველოში ჯერ უკრაინელი პოლიტოლოგები და ჟურნალისტები ჩამოვიდნენ.
საქართველოს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით 21 მარტს თბილისში დანიშნული აქციის გამო, რეგიონებში საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპარლამენტო უმრვლესობამ საგარეო საქმეთა მინისტრს დავით სანაკოევს უნდობლობა გამოუცხადა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში შეიქმნა კომისია, რომელიც სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის საქმიანობის პოლიტიკურ-სამართლებრივ შეფასებას აპირებს. კომისიის თავმჯდომარე დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვია.
რუსეთსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების“ გაფორმებას მიმდინარე კვირაში ელოდებიან.
გასულ კვირას მოსკოვში ქართველი და რუსი პოლიტოლოგებისა და ჟურნალისტების სამოქალაქო დიალოგი გაიმართა. დიალოგის ფარგლებში მოეწყო შეხვედრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ დავით სანაკოევისთვის უნდობლობის გამოცხადებას აპირებს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დიმიტრი ტასოევმა განაცხადა.
ატენის საჯარო სკოლის მოსწავლემ ლელა შავდათუაშვილმა სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის გამართულ კონკურსში პრეზენტაცია მოამზადა, რომლის თემა „ქალი - აქტიური მოქალაქე“ იყო.
მოსკოვში ქართველი და რუსი ექსპერტებისა და პოლიტოლოგების შეხვედრაზე ადგილობრივმა ანალიტიკოსებმა არაერთი გზავნილი გააკეთეს საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების მიმართ.
პრაღაში გამგზავრებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეებს უმასპინძლა. 26 თებერვალს იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს შეხვდება და მასთან საბაჟო ადმინისტრირების საკითხებს განიხილავს.
თბილისში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა რეგიონალური და ცენტრალური მედიის წარმომადგენლებისათვის ტრენინგი გენდერული თანასწორობის გაშუქების თემაზე.
საქართველოში ევროკავშირის ფილმების ფესტივალი მიმდინარეობს. კინოფესტივალი უკვე მეორედ იმართება და მისი მიზანია კინოხელოვნების გზით ევროპული კულტურის მრავალფეროვნებისა და ძირითადი ღირებულებების, ევროპელი ხალხის ჩვეულებრივი ცხოვრების, ინტერესების, ტრადიციების გაცნობა.
ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ცხინვალში იმყოფებოდნენ. მათ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის დღის წესრიგი განიხილეს.
გორელმა კომუნისტებმა და სტალინის საზოგადოების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად მუზეუმის ერთ-ერთი საგამოფენო დარბაზი მას შემდეგ დატოვეს, რაც იქ ტიმოთი სნაიდერის წიგნის „სისხლიანი მიწები - ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის“ პრეზენტაცია დაიწყო.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ტრაქტორებით გამოჩნდნენ და ოკუპირებული მიწის ნაკვეთების დამუშავება დაიწყეს.
ჩამოტვირთე მეტი