გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
გორის მუნიციპალიტეტის ათობით სოფლის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. სოფლები ორი დღის განმავლობაში არაერთხელ დაისეტყვა, მოსავლის დიდი ნაწილი განადგურებულია.
სადამკვირვებლო მისიამ, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან ერთად, უკვე მესამედ გამოაცხადა კონკურსი მშვიდობის ჟურნალისტიკაში. გორში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებსა და სტუდენტებთან კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა.
გუშინ საღამოს ერგნეთის საგუშაგოსთან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცავებს ბოლო დროს დაკავებული საქართველოს ცხრა მოქალაქე გადასცეს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გუშინ საღამოს ეგრეთ წოდებული საზღვარი ჩაკეტა.
„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ბოლო დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება მოითხოვა.
ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული ექვსი მოქალაქე ოსმა სამართალდამცავებმა სოფელ ერგნეთთან გადასცეს ქართველ პოლიციელებს.
რამდენიმე დღის განმავლობაში შიდა ქართლში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის სიახლოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2 არასრულწლოვანი დააკავეს. 15 და 16 წლის მოზარდები სოფელში ნათესავებთან იყვნენ ჩასულები.
გორში ზეიმი იყო. დილამ ღამე გაანათა. ამ ქალაქის საფეხბურთო კლუბი „დილა“, თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, საქართველოს ჩემპიონი გახდა.
„გორი არ არის წითელი“ - ამ სახელწოდებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო სექტორის, საზოგადოებისა და ჟურნალისტების შეხვედრა გაიმართა.
მეორე დღეა სოციალურ ქსელში არ წყდება დისკუსია კომუნისტებისა და სტალინისტების მიერ გორში 9 მაისს ჩატარებულ აქციასთან დაკავშირებით. კომენტატორების დიდი ნაწილი ამას გორელების სირცხვილს უწოდებს და არც ამ ქალაქის ლანძღვა-გინებას იშურებს.
ადგილობრივი კომუნისტები მეორე დღეა გორის ქუჩებში პლაკატებს აკრავენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით იოსებ სტალინის მუზეუმთან საბჭოთა ბელადის მონუმენტის აღმართვის მოთხოვნით შეიკრიბონ.
ქობულეთში გაიმართა კონფერენცია, სახელწოდებით „საქართველო-რუსეთი - რეგიონალური უსაფრთხოება სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში“.
იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლება, დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელება - ეს არის ის ძირითადი სამი გამოწვევა, რომელიც უკრაინის წინაშე დგას.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის 54-ე შეხვედრა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. დღევანდელ შეხვედრაზე ყველაზე დიდი დრო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებს დაეთმო.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის 54-ე შეხვედრა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ლვოვის შესახებ პირველ შთაბეჭდილებას, ხარკოვის მსგავსად, ტაქსის მძღოლისგან ვიღებთ, რომელსაც აეროპორტიდან სასტუმრომდე მივყავართ.
„ფრონტისპირა და ფეთქებადსაშიში“ -ასეთად მიიჩნევენ ხარკოველები საკუთარ ქალაქს. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, სადაც 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, უკრაინელებიც და სხვა ერების წარმომადგენლებიც, ძირითადად რუსულად საუბრობენ.
კიევში ქართველი ანალიტიკოსების ვიზიტი უკრაინის ხელისუფლების მიერ ანტიტერორისტული ოპერაციის გამოცხადების წლისთავს დაემთხვა.
მუშაობა დაასრულა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპეციალურმა კომისიამ.
ჩამოტვირთე მეტი