გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
გორის საკრებულოში რამდენიმე დღის განმავლობაში საპროცედურო სამართლებრივი ბრძოლა მიმდინარეობდა.
გორის საკრებულოში ოპოზიციის რვა დეპუტატმა ერთბაშად მოითხოვა ქალაქის მერის, საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და კიდევ ერთი კომისიის თავმჯდომარის უნდობლობის საკითხის დაყენება.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში რუსეთის მესაზღვრეებმა ორი ადგილობრივი მცხოვრები - 75 წლის მურაზ ჯავახიშვილი და 41 წლის ივანე სეხნიაშვილი დააკავეს.
25 აგვისტოდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გადაადგილებას 2 დღით აკრძალავს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მერეთის, ზარდიაანთკარის, გუგუტიაანთკარისა და კოშკას თავზე ცხინვალის მხრიდან სამხედრო ვერტმფრენმა დაბალ სიმაღლეზე გადაიფრინ.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში ადგილობრივი მოსახლეობა მოსავალს იღებს. სოფელი ოკუპირებულ ტერიტორიებს ესაზღვრება და წლების განმავლობაში რუსეთის მესაზღვრეები აქ მავთულხლართებს აბამდნენ.
ადგილობრივ თვითმმართველობაში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა იწყება, მაგრამ გორში პროექტის მომზადების წინ უკვე ტრადიციად იქცა.
ახლახან საქართველოში იმყოფებოდნენ მაჰათმა განდის ინსტიტუტის წარმომადგენლები, რომლებმაც კონფლიქტების არაძალადობრივი გზებით მოგვარების თემაზე სემინარი ჩაატარეს.
2008 წლის 11 აგვისტოს სენაკის მე-2 ბრიგადის მებრძოლებმა შინდისთან უთანასწორო ბრძოლა გაუმართეს რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულს. 20 მებრძოლიდან 17 მტერს ცოცხლად არ ჩაბარდა და ადგილზე დაიღუპა, 3 დაჭრილი კი მოგვიანებით ბრძოლის ველიდან გაიყვანეს.
შინდისის რკინიგზის სადგურის ნახევრად დანგრეული შენობა რამდენიმე საათით სცენად და საგამოფენო სივრცედ გადაიქცა. ზუსტად 7 წლის წინ აქ შინდისის გმირების ისტორია დაიწერა.
საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მონტაჟი გრძელდება. რუსეთის მესაზღვრეები ამჯერად ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენთან გამოჩნდნენ.
გიორგი მარგველაშვილი: "ოკუპაცია ისტორიული ანომალია და უსამართლობაა... მე გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ხელოვნური ბარიერები დაინგრევა".
2008 წლის აგვისტოს ომიდან 7 წელი გავიდა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კი ისევ გრძელდება. დღეს დილიდან რუსეთის მესაზღვრეებმა ახალგორისკენ მიმოსვლა, სამგლოვიარო დღეების უსაფრთხოების მიზნით, ორი დღით აკრძალეს.
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან ერთად, ქობულეთში ჟურნალისტები, პროდიუსერები და რედაქტორები შეკრიბა.
გორიდან სასროლეთი არსად გადავა, - ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა სამხედრო ჰოსპიტლის ეზოში გააკეთა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს სამხედრო ბაზებისა და სხვა ობიექტების ერთკვირიანი შემოვლა დღეს გორში დაასრულა, მის ჩამოსვლამდე კი ქალაქის გარეუბანში საპროტესტო აქციები იმართებოდა.
რამდენიმე დღეა გორში სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის. თავდაცვის სამინისტროს მე-5 ბრიგადა ვერხვების დასახლებაში არსებულ სასროლეთზე წვრთნებს ატარებს.
ერთი წლის წინ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ყოფილი სამხედრო მოსამსახურე რომან შიტიკოვი, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის მიღებული აქვს მედალი „მხედრული მამაცობისთვის“, ნაპოვნია. ცნობილი გახდა, რომ იგი თავს კარგად გრძნობს და იმყოფება რუსეთის ფედერაციაში, სადაც დევნილის სტატუსი მიიღო.
ქართულმა მხარემ ხურვალეთის, წითელუბნისა და ორჭოსანის მიმართულებით "სასაზღვრო" ბანერების აღმართვისა და მავთულხლართების მონტაჟის პროცესი გააპროტესტა.
ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სოფელ ხურვალეთის მცხოვრები დავით ხუროშვილი გაათავისუფლეს. ის 25 ივლისს საკუთარ მიწის ნაკვეთში ლობიოს მოსავალს იღებდა, როცა რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს და "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს.
პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ ხელისუფლებას პოლიტიკური დევნის გაგრძელებაში ადანაშაულებს.
ჩამოტვირთე მეტი