გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
ერგნეთში "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის" სამუშაო ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ყველაზე დაძაბული შეხვედრა -ასე შეფასდა ის მხარეების წარმომადგენლების მიერ.
დღეს დილით ხურვალეთში ადგილზე ვითარების გასაცნობად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან კიასტუტის იანკაუსკასთან ერთად ჩავიდა.
ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
53 წლის საქართველოს მოქალაქე საკუთარ ნაკვეთში "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
საოკუპაციო ხაზთან აქციის ჩატარების მცდელობა ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ 5 წევრის დაკავებით დასრულდა.
საგანგებო სხდომის მოწვევა ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ მოითხოვა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საქართველოში კიასტუტის იანკაუსკასს შესაბამისი წერილით მიმართა.
ხოხ გაგლოითი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს მოუწოდებს, ერგნეთში საგანგებო შეხვედრა დანიშნოს.
ხურვალეთთან და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ბანერების დადგმას აპროტესტებენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
გასული კვირის ბოლოს ოკუპირებული ტერიტორიების ფართობი კიდევ უფრო გაიზარდა. 10 ივლისს რუსეთის მესაზღვრეები ჯერ წითელუბნისა და ხურვალეთის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში გამოჩნდნენ.
სამხრეთ კავკასიაში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ასოციაციას ქმნის. „სამხრეთ კავკასიური კოალიცია - ნდობა“ - ასე ეწოდება ასოციაციას, რომელშიც ქართული, სომხური, აზერბაიჯანული, აფხაზური და ოსური არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შევლენ.
თირის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერში ფრესკების ნაწილი გადალესეს. მეცამეტე საუკუნის ძეგლზე დაწყებული სარემონტო სამუშაოების შესახებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივ ეპარქიაში არაფერი იცოდნენ.
ანა კოკოევა პირველად დაესწრო შეხვედრა-სემინარს, რომელიც გენდერულ თემატიკას და სამშვიდობო პროცესებში ქალთა მონაწილეობის საკითხებს ეხებოდა. შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ინიციატივით სტამბოლში ჩატარდა და მასში ქართველი, აფხაზი და ოსი სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები იღებდნენ მონაწილეობას.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მხრივ გორში არსებული ვითარება ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების კრიტიკას იწვევს.
კარალეთის, ხურვალეთის, სკრისა და თელიანის დევნილთა დასახლებებში არსებული კოტეჯების ნაწილში დიდი ხანია იატაკი ჩამტვრეულია. იძულებით გადაადგილებული პირები ყველა ოთახს საცხოვრებლად ვერ იყენებენ.
სტამბოლში „პირველი ნაბიჯის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც, მწერლების გარდა, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მოთხრობების კრებული რუსულ და ქართულ ენებზე გამოიცა.
ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა.
ავსტრიის დედაქალაქში ორი დღის განმავლობაში 57 ქვეყნის 400-მდე ჟურნალისტი მედიაში არსებულ პრობლემებს განიხილავდა. „ჟურნალისტების უსაფრთხოება, კონფლიქტის პირობებში მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის საკითხები“ - ასე ერქვა ეუთოს კონფერენციას.
თბილისში სტიქიით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევების შემდეგ, მეორე დღესვე, გორში ახალგაზრდებმა მოხალისეობრივი მოძრაობა დაიწყეს. ქალაქში გროვდება ტანსაცმელი, პირველადი მოხმარების საგნები, საკვები პროდუქტები.
გორის მუნიციპალიტეტის ატენის ხეობის სოფლებში სახანძრო და სამაშველო სამსახურები მუშაობას აგრძელებენ, ადგილობრივი ხელისუფლება კი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის გეგმაზე მუშაობს.
რიჩარდ სიდნეი ბათუმში ანექსირებული ყირიმიდან ჩამოვიდა. იგი ქალაქ სიმფეროპოლში ცხოვრობს. ამბობს, რომ ოკუპაციის პირობებში ყირიმში განსხვავებული მოსაზრებების მქონე პირების დევნა მიმდინარეობს.
ჩამოტვირთე მეტი