გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან დღეს ქალთა საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები ჩავიდნენ და სამშვიდობო აქცია გამართეს.
უშანგი ქოქაშვილი მეექვსე წელია მშობლების საფლავზე არ ყოფილა. სოფელ ხურვალეთის სასაფლაო და სალოცავი მავთულხლართებს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
გორის საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.
„იძულებითი გადაადგილება-გამოწვევები, გამოცდილება და პერსპექტივები“ - ასე ერქვა საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისში. კონფერენცია იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ მუშაობის 20 წლისთავს მიეძღვნა.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბრაგვაძე ეთნოგრაფიული საარქივო მასალების შეკრებასა და ციფრულ დამუშავებაზე ბოლო 6 თვის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა.
ცხინვალში არ წყდება დისკუსია მოსალოდნელი რეფერენდუმის შესახებ. სოციალურ ქსელებში და ფორუმებზე რუსეთთან გაერთიანების მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს უპირისპირდებიან.
ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის 65-ე შეხვედრა ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა ბოლო დროს ჩატარებულ შეხვედრებს შორის.
რა იყო ქართულ-ოსურ-რუსული კონფლიქტის ფასი? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ქართველი, ოსი, რუსი, ევროპელი და ამერიკელი კონფლიქტოლოგები და ექსპერტები შეეცადნენ. ვენაში 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საერთაშორისო კონფერენცია.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო წუთს ვენაში წასვლაზე უარი თქვეს. ავსტრიის დედაქალაქში მხოლოდ სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ჩავიდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან ამავე სოფლის მცხოვრები 44 წლის ეროს თაყაძე დაკავეს.
26 წელია აქ ადამიანები ყოველწლიურად ყვავილებით და გვირგვინებით მოდიან. მოჰყავთ ბავშვები, კითხულობენ ლექსებს, იხსენებენ გარდაცვლილებს და აღნიშნავენ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.
ყველაფერი სოციალური ქსელებიდან დაიწყო - სტუდენტებმა არინა თავაქარაშვილის სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტიდან წასვლა მის ანტისტალინურ გამოსვლებს დაუკავშირეს და გააპროტესტეს.
გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა ირაკლი ოქრუაშვილმა მერის წინააღმდეგ ღიად დაიწყო შეტევა.
საპირველაპრილო ხუმრობა თუ ნამდვილი ამბავი? - ამ კითხვას გორელების დიდი ნაწილი სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღეა სვამს და ვითარებაში გარკვევას ითხოვს.
გორის მუნიციპალიტეტში რწყვის სეზონისთვის მზადება უკვე იწყება. გორის გამგეობაში სამელიორაციო სისტემებზე, არხებზე დაგეგმილი აღდგენითი და გაწმენდითი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
ქართული მხარე აცხადებს, რომ ჯარიაშენთან მიმდინარე სამუშაოები პროვოკაციული ხასიათისაა და ხელს არ უწყობს რეგიონში მშვიდობის დამკვიდრებას.
კაბინეტში ჩაკეტილი, მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეფიციტი, დაპირისპირება რეგიონის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარებთან და საკრებულოს წევრებთან - ასე ახასიათებენ საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ზურაბ რუსიშვილის, თითქმის სამწლიან მოღვაწეობას.
მესამე დღეა სოფელ ჯარიაშენის ხეხილის ბაღებში რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული დაჯგუფებების წევრები ხეებს ჩეხენ და გზის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 10 მარტს დააკმაყოფილა შიდა ქართლის გუბერნატორის განცხადება გადადგომის შესახებ.
გორის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ილია მეტრეველი ირაკლი ოქრუაშვილის “ქართული პარტიის” წევრია. კენჭისყრამ ცხადყო, რომ დაიშალა ოპოზიციური გაერთიანება, “თავისუფალი დემოკრატებისა” და “ქართული პარტიის” სახით.
ჩამოტვირთე მეტი