31 ივლისს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთმა ყოფილი ნავთობკომპანია „იუკოსის“ აქციონერებს, კომპენსაციის სახით, 2,5 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს.
ყირიმის პრომოსკოვურად განწყობილი ლიდერები ცდილობენ ნახევარკუნძული უკრაინას ჩამოაშორონ - ასეთ ფონზე, ყირიმელი თათრების ლიდერებმა მხარდაჭერისთვის მიმართეს თურქეთს.
პოლონეთის თათრული თემი პატარაა. მათ, მეზობელ სახელმწიფოებში მცხოვრები თანამოძმეების მსგავსად, ხანდახან „ლიპკის თათრებს“ უწოდებენ, რაც ლიტვურიდან მოდის და „ყირიმელ თათრებს“ ნიშნავს.
თურქეთში სამი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრები საერთო მოწინააღმდეგემ გააერთიანა. თურქეთის ულმობელ საფეხბურთო სამყაროში ეს მოვლენათა წარმოუდგენელი განვითარებაა. მაგრამ, რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტი სტამბოლიდან იტყობინება, პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის წინააღმდეგ გამართულმა საპროტესტო გამოსვლებმა სწორედ ასეთი შედეგი გამოიღო.