მთავარი კითხვა, რომელიც ამ ბოლო ოთხი წლის მანძილზე გაისმის, არის - ვინ დაიწყო ომი? რუსეთმა თუ საქართველომ? რა იყო საქართველოს მხრიდან ცხინვალზე საარტილერიო ცეცხლის გახსნა - თავდაცვა თუ აგრესია? საკითხის ამგვარი დაყენებით, თავად ომი, მისი მიზეზები და შედეგები, ომის მსვლელობის ისტორია, მსხვერპლი, ლტოლვილები, ნგრევა, ცალკეული ადამიანების ბედი და ა.შ., მეორე პლანზე გადადის.