როცა ჟინვალის წყალსაცავში წყლის დონე იკლებს, XII საუკუნის ქალაქის ნაკვალევი შესამჩნევი ხდება. ამ დროს თავს ამოყოფენ ხოლმე წყლით დაფარული ტაძრის ნანგრევები და საფლავის ქვები. ჟინვალჰესის მშენებლობის გამო ფოტოგრაფმა ოთარ ჭონქაძემ, როგორც ყველა სხვა ჟინვალელმა, თავისი ხელით დაშალა საკუთარი სახლი.