რამოშმა მოულოდნელად მოიწყინა, ჩემკენ გადმოიხარა, ხმას დაუწია და მითხრა: “იცი, პორტუგალიის მთავარი პრობლემა რა არის? ყველა ჩვენი მთავარი მდინარე ესპანეთში იწყება და ესპანელები, სჭირდებათ ეს თუ არა, მაქსიმალურად აშენებენ ამ მდინარეებზე კაშხლებს და დამბებს, რომ ჩვენთან რაც შეიძლება ნაკლებმა წყალმა ჩამოაღწიოს.”