ჰოკეისტი გოგონები ქუთაისიდან

Your browser doesn’t support HTML5

ჰოკეისტ ქალთა გუნდი „ქუთაისი“ ინდორ (დარბაზის) ევროპის საკლუბო ჩემპიონატის „ჩელენჯ 2”-ის მეორე ადგილის მფლობელი გახდა. ჩემპიონატი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა, სადაც ქუთაისის გუნდმა გათამაშების ქვეჯგუფის სამი შეხვედრა 15 ქულით მოიგო და პირველ ადგილზე გავიდა. თუმცა ფინალურ დაპირისპირებაში „ქუთაისი“ დანიის ჩემპიონ „კოპენჰაგენთან“ დამარცხდა.