ჰიტლერი, პუტინისგან განსხვავებით, კომპეტენტური იყო... - გენერალი მიშელ იაკოვლევი

Your browser doesn’t support HTML5

„რუსები ფლანგავენ საკუთარ რესურსებს - როგორც ადამიანურს, ასევე საბრძოლო მასალას. ეს არ არის კარგად ორგანიზებული იერიში.“ „უკრაინელებს აკლიათ „დამრტყმელი ძალა“ - აკლიათ ტანკები და ვშიშობ, აქვთ ამუნიციის დეფიციტი. არ ვურჩევდი მათ იერიშზე წასვლას, თუ ამისთვის საჭირო „საბრძოლო წონა“ არ აქვთ.“ „ვშიშობ, მოსალოდნელია ახალი იერიში კიევზე - რომლის მიზანი იქნება არა კიევის აღება ან ალყაში მოქცევა, არამედ არტილერიისთვის სამყოფ მანძილზე მისვლა და განუწყვეტელი დაბომბვა, სწორედ ისე, როგორც სარაევოს ბომბავდნენ 18 თვის განმავლობაში....“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ფრანგი თადარიგის გენერალი მიშელ იაკოვლევი.