„წიგნები“ და რუბრიკა „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს დიდი მეზღაპრის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის შემოქმედებაზე. ანდერსენი ჭეშმარიტი კონტრასტების კაცი იყო: მეწაღისა და მრეცხავის ოჯახში დაიბადა და დანიის მეფის მეგობარი იყო; უფროსებისთვის წერდა და ყოველთვის საბავშვო მწერლად ითვლებოდა; თავისი ზღაპრებიდან ყველაზე მეტად „ქალთევზა“ („სირინოზი“) უყვარდა და სამყარომ „თოვლის დედოფალი“ გამოარჩია… სამი ათასზე მეტი ზღაპარი დაწერა, მსოფლიოს 125 ენაზეა თარგმნილი, ბევრ ქვეყანაში (მათ შორის, ყოფილ საბჭოთა კავშირშიც) ტირაჟების რეკორდსმენი იყო და არის. ანდერსენი „ვარდისფერი“ მეზღაპრე არაა, იგი სერიოზული მწერალი და დიდაქტიკოსია, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ამკვიდრებს სათნოებასა და ცხოვრებისეულ სიმტკიცეს.