გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „ვარდების მოედანზე“ ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგური აამოქმედა.
სადგური 24-საათიან რეჟიმში ჰაერის დაბინძურების ხარისხს შეისწავლის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თქმით, ჰაერი ყველაზე მეტად წერეთლის გამზირზეა დაბინძურებული.