რესპუბლიკელ სენატორს, სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს<br />
უკომპრომისო ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული პუტინის რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ და აფრთხილებდა ამერიკას, მთელ მსოფლიოს, თუკი პუტინს პასუხი არ მოეთხოვება, საქართველოსა და უკრაინის შემდეგ პუტინის რუსეთი კიდევ უფრო მეტს მოინდომებსო. ამერიკამ დიდი პოლიტიკოსი, ხოლო თავისუფლებისთვის მებრძოლმა ერებმა დიდი ქომაგი დაკარგეს.
ჯონ მაკკეინი საქართველოსთვის
Your browser doesn’t support HTML5
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი - საქართველოს ეროვნული გმირი,
თავისუფლების იდეალებისთვის მებრძოლი და ადამიანური ფასეულობების
დამცველი. ის სულ მხარდამჭერად ეგულებოდა და ეიმედებოდა საქართველოს.