ჯაშუშების ფოტოები კომუნისტური ჩეხოსლოვაკიიდან

გოგონა ჩაფიქრებული მიუყვება პრაღის ქუჩებს.

ზამთრის დღე, წყვილი ეროვნულ თეატრთან.

ღვინის პირქუში ბარი, მეგობართან შეხვედრის შემდეგ კაცი სასმელის საფასურს იხდის.

ეს არის რამდენიმე კადრი იმ ათასობით ფოტოდან, რომლებიც ჩეხოსლოვაკიის საიდუმლო პოლიციამ 1970-80-იან წლებში პაწაწინა ფარული კამერებით გადაიღო.

ამ დროს ჩეხოსლოვაკია „ნორმალიზაციის პერიოდში იმყოფებოდა“, რაც ამ ქვეყანაში 1968 წელს საბჭოთა ძალების შეჭრას მოჰყვა. სამხედრო გადატრიალება კრემლმა მას შემდეგ დაუკვეთა, რაც ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ პოლიტიკური რეფორმები ჩაატარა და ასევე შეეცადა ნაკლებად შეეზღუდა სიტყვის თავისუფლება. რიგითი მოქალაქისთვის „ნორმალიზაცია“ მხოლოდ პოლიციის კონტროლის გაძლიერებას გულისხმობდა.

მიკრომის კამერა ჩეხოსლოვაკიაში 1949 წელს დაამზადეს. კამერა 7.5 სმ იყო, დაახლოებით, სანთებლის ზომისა. ეს პირველი მინიატურული კამერაა, რომელიც ქვეყნის საიდუმლო პოლიციამ გამოიყენა.

საიდუმლო პოლიციის ერთ-ერთ საყვარელ ინსტრუმენტს, მინიატურულ კამერას, ხშირად პორტფელში მალავდნენ და „მტრული ელემენტების“ წინააღმდეგ ფაქტების შესაგროვებლად იყენებდნენ - სინამდვილეში, რეჟიმის კრიტიკოსთა ყოველდღიურ ცხოვრებას იღებდნენ.

ჩეხოსლოვაკიელი მწერალი მილან კუნდერა (მარჯვნივ) კოლეგასთან საუბრობს. ფოტოს უკანა ფონზე ტყავისქურთუკიანი კაცი ჩანს. ის ჩემოდანში ჩამალული ფარული კამერით მუშაობს. ბევრი ფოტო მოტანილია წიგნიდან „პრაღა საიდუმლო პოლიციის პრიზმაში“.

იგივე სცენა, გადაღებული ტყავისქურთუკიანი მამაკაცის მიერ. მეორე მამაკაცი, პორტფელით, - სავარაუდოდ, კიდევ ერთი ფოტოგრაფი, - კუნდერასთან დარჩა.

ჩეხოსლოვაკიის ტოტალიტარული პოლიციის ქსელმა სამიზნე პირების გადასაღებად სხვადასხვა ხელსაწყო შექმნა.

ეს საბავშვო ეტლი მაღალი ხარისხის ვიდეოკამერას მალავს.

კამერა საბავშვო ეტლის წინა კუთხეში არის მოთავსებული.

ორი მამაკაცი საუბრობს ტაძრის შესასვლელში, პრაღის ციხესთან.

ანტიკომუნისტი, დისიდენტი ვაცლავ ჰაველი (მარცხნივ) ძმასთან, ივანთან (ხაზებიან ჰალსტუხში), ერთად. ისინი, სავარაუდოდ, ჰოლანდიის საელჩოს ტოვებენ.

ჰაროლდ გორდონ სკილინგი, კანადელი აკადემიკოსი, რომელსაც ურთიერთობა ჰქონდა ჩეხოსლოვაკიელ ოპოზიციონერებთან. ქვეყანაში ჩამოსვლისას სკილინგს თან საიდუმლო პოლიცია დაჰყვებოდა.

კაცი ტრამვაის გაჩერებაზე.

ეს პირქუში სურათები ამჟამად პრაღაში, ჩეხეთის უშიშროების არქივში , ინახება.

საქაღალდე, სახელწოდებით „დაზვერვა“.

საქაღალდე, სახელწოდებით „დაზვერვა“.

ერთი საქაღალდე, რომელზეც რადიო თავისუფლებას მიუწვდება ხელი, დედა ტერეზას ფოტოებს შეიცავს (მეორე მარჯვნიდან). ის პრაღაში 1984 წელს ჩამოვიდა. ჩანაწერებში ნათქვამია, რომ საიდუმლო პოლიციას სურდა აღებეჭდა, თუ ვინ დახვდა სახელგანთქმულ კათოლიკე მონაზონს.

ბევრი რამ არქივში სასულიერო პირებს ეძღვნება - მაგალითად, ორ პრაღელ მონაზონს. ღვთისმოსავი ქრისტიანები რეჟიმს საფრთხედ მიაჩნდა.

ჩეხოსლოვაკიის საიდუმლო პოლიციას განსაკუთრებულად ჰყავდა ამოჩემებული დისიდენტი ალიონა ხრომადკოვა (ერთი ფოტოთი მაღლა, ვაცლავის მოედანზე, პრაღაში). მას ოთხი წელი დასდევდნენ უკან.

ხრომადკოვას საქმიანობის ანგარიში მისი ტანსაცმლის დეტალურ აღწერასაც მოიცავს. 1984 წლის 5 იანვარს აგენტი წერს: „მას მოთეთრო ბეწვის ქუდი ეხურა, მუქი ყავისფერი პალტო, მწვანე შარვალი და თეთრი სპორტული ფეხსაცმელები ეცვა. გრძელი შავი შარფი ყელზე ჰქონდა შემოხვეული“.

ზოგიერთ ანგარიშში აშკარად ჩანს, თუ როგორი რუდუნებით ცდილობდნენ აგენტები იმ დოკუმენტაციის შეგროვებას, რომელიც სამომავლოდ, შესაძლოა, კომპრომატებად გამოეყენებინათ. საიდუმლო პოლიციის ერთ-ერთ „კუდს“ წარმოდგენილი აქვს კერძებისა და ლუდის ქვითრები, რაც მაშინ შეაგროვა, როცა ცნობილ მუსიკოსს დასდევდა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 1:15 საათზე ბარიდან გამოსული მუსიკოსი „ხმამაღლა ლაპარაკობდა“ მეგობრებთან, მერე კი ახალგაზრდა ქალთან ერთად ღობეს გაუყვა.

ჩეხოსლოვაკიის საგარეო საქმეთა მინისტრი (მარჯვნივ), რომელიც თანამდებობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც 1968 წელს ქვეყანაში საბჭოთა კავშირის შემოჭრა გააპროტესტა. ის გადაღებულია უცხო პირთან შეხვედრისას.

უცხო პირი მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

ქალმა საიდუმლო აგენტს ჩაუარა.

ბავშვმა, როგორც ჩანს, შეამჩნია, რომ დედამისს ჩუმად უღებენ.

დისიტენტებს 1980-იან წლებში ნაკლებად აპატიმრებდნენ, მაგრამ რეჟიმი ანადგურებდა მათ კარიერას, ტოვებდა რა მათ სამსახურის, ხოლო მათ შვილებს - უნივერსიტეტის გარეშე.

ზოგ ფოტოზე, ჩანს, ხალხი ეჭვობს, რომ მათ უთვალთვალებენ.

ეს კაცები პირში შესცინიან აგენტს, რომელიც ცდილობს მიიმალოს.

ამ ფოტოზე, როგორც ჩანს, სამიზნე დაკარგეს, მაგრამ სამაგიეროდ აღბეჭდეს პრაღის ებრაელთა სასაფლაო.

ქუჩა, როდესაც კომუნიზმი ევროპაში რღვევას იწყებს.

ვაცლავ ჰაველი (მარჯვნივ) საუბრობს თავის მეგობარ ირჟი დინსტბირთან. ამ ორმა კომუნისტების მმართველობის მხრიდან ათწლიანი დევნა გადაიტანა. ჰაველმა რამდენიმე წელი ციხეში გაატარა. დინსტბირი ჟურნალისტის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის 20 წელი დამლაგებლად მუშაობდა. 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის მერე, როდესაც კომუნისტური წყობილების თავიდან მოშორება შესაძლებელი გახდა, დინსტბირი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა, ჰაველი კი გაპრეზიდენტდა.