19 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ჯაბა მუჯირი, "არტ-ვილა გარიყულას" დირექტორი და სალომე თარხნიშვილი, საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი. მათ ილაპარაკეს არტ-ვილა "გარიყულის" წლევანდელ პროექტებზე. თანამედროვე ხელოვნების ცენტრი "არტ-ვილა გარიყულა" შიდა ქართლის სოფელ გარიყულაში 2000 წელს, მხატვრისა და პედაგოგის - ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით დაფუძნდა. წელს მეათედ ტარდება ფესტივალი FEST I NOVA, რომლის სლოგანი ამჯერად არის "გარიყულობის თავისუფლება". უკვე გამოცხადდა სარეზიდენციო პროგრამა ახალგაზრდებისთვის, რომელიც 30 აპრილიდან 6 მაისამდე გაგრძელდება. არტ-ვილა "გარიყულა" ღიაა ყველა პროფესიის ადამიანებისთვის. "დილის საუბრების" სტუმრებმა ილაპარაკეს როგორც "გარიყულის" კულტურულ მნიშვნელობაზე, აგრეთვე მის სოციალურ ეფექტზე.
Your browser doesn’t support HTML5