ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების საქმის გამოძიების ხარვეზები მხატვრებმა და მოქალაქეებმა ქუჩის მხატვრობითა და წარწერებით გააპროტესტეს.
გიორგი გაგოშიძის სტენსილი „2 მოკლული მოსწავლე + 1 დაუსჯელი მკვლელი = 3 უსამართლობა“, ლესელიძის ქუჩაზე 3 ივნისს გამოჩნდა. მომდევნო დღეს, ბარათაშვილის ხიდის გადასასვლელში კიდევ ერთი საპროტესტო გრაფიტი დაიხატა - „14 წლის. 13 ჭრილობა. 0 მკვლელი“. მისი ავტორია სანდრო ფაჩუაშვილი.
საპროტესტო გზავნილები გამოჩნდა გორის ქუჩებშიც, თუმცა, დასუფთავების სამსახურმა ისინი მალევე წაშალა.