იტალიის სერია A-მ 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.
22 წლის ქართველი შემტევი იტალიაში შარშან, ზაფხულში გადავიდა ბათუმის „დინამოდან“. უმალ დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში და მალევე გახდა გუნდის ლიდერი.
სერია A-ში ჩატარებულ 33 მატჩში კვარაცხელიამ 12 გოლი გაიტანა. ამასთან, 10 საგოლე გადაცემაც შეასრულა და ეს მაჩვენებელი საუკეთესოა მიმდინარე სეზონში.
„ნაპოლი“ ოცდაცამეტწლიანი პაუზის შემდეგ გახდა იტალიის ჩემპიონი, რაც მნიშვნელოვანწილად ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა.