ხელფასის 10 პროცენტით მომატება და მაღაროელების შეწყვეტილი პროტესტი  

ჭიათურა

ჭიათურაში არ შედგა სრულმასშტაბიანი გაფიცვა, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ შუქრუთის, ითხვისის, დარკვეთის, მღვიმევის, წერეთლის, კოროხნალის, კოროხნალი 2-ისა და დევიძეების მაღაროებში დასაქმებულებს, ასევე ხუთი გამამდიდრებელი ფაბრიკის სატრანსპორტო განყოფილებისა და მექანიკური სახელოსნოს თანამშრომლებს. დღეს დილის 8 საათიდან ცვლაში მომუშავე მაღაროელებმა მუშაობა ჩვეული რეჟიმით განაგრძეს. როგორც გაფიცვის ორგანიზატორი, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფესიული კავშირის ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, პაატა სამხარაძე განმარტავს, რამდენიმე საათით ადრე პროფესიული კავშირის წარმომადგენლებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციას შორის მოხდა შეთანხმება: ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელი კომბინატის დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 1 ივნისიდან.

Your browser doesn’t support HTML5

ხელფასის 10 პროცენტით მომატება და მაღაროელების შეწყვეტილი პროტესტი

მაღაროელთა ინტერესების გამომხატველი პროფკავშირული ორგანიზაცია გაფიცვის შესახებ ცნობის გავრცელებისას, შრომით-სამართლებრივ, შრომის პირობებსა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების გარდა, ხელფასების 30%-ით მომატებას ითხოვდა...

გაიზედება 10 %-ით და კომპანია შემჭიდროებულ ვადებში პროფკავშირის ჩართულობით შეიმუშავებს საპრემიო დებულებას, ასევე კომპანია აიღებს ვალდებულებას უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა საწარმოო გეგმის კორექტირების პროცესში, ამასთან, 2019 წლის იანვრიდან გაიზრდება ზეგანაკვეთურ საათებსა და სადღესასწაულო დღეებში მუშაობის ანაზღაურების ტარიფი და დაწესდება სოციალური ბენეფიტები.

მაღაროელთა ინტერესების გამომხატველი პროფკავშირული ორგანიზაცია გაფიცვის შესახებ ცნობის გავრცელებისას, შრომით-სამართლებრივ, შრომის პირობებსა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების გარდა, ხელფასების 30%-ით მომატებას ითხოვდა და ამის აუცილებლობას ბოლო წლებში მიმდინარე ინფლაციითა და დასაქმებულთა შრომის ნაყოფიერების 13 %-ით გაზრდით ასაბუთებდა, რადგან, ორგანიზაციის ინფომაციით, 2014 წლიდან 450 მაღაროელი გათავისუფლდა, საწარმოს სიძლავრე კი არ შემცირებულა.

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „კომპანიამ შეღავათების მნიშვნელოვანი პაკეტი შეიმუშავა, რაც დასაქმებულთა მატერიალური მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებას ითვალისწინებს. შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ აღნიშნული წინადადება ჭიათურის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას გააცნო...

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი თამაზ დოლაბერიძე კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასთან მიღწეულ შეთანხმებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მაღაროელებმა გაფიცვის გარეშე პირველად მიაღწიეს გარკვეულ შედეგებს.

პროფკავშირების მიერ გავრცელებული განცხადებით, 4 ივნისს, გაფიცვის პარალელურად, ჭიათურის ცენტრში, ქალაქის ადმინისტრაციულ შენობასა და კომპანიის სამმართველოს შორის მდებარე სკვერში, საპროტესტო აქცია უნდა გამართულიყო, თუმცა დილიდან იქ არავინ შეკრებილა და მაღაროელები სკვერში დღის განმავლობაშიც არ გამოჩენილან. რადიო თავისუფლების მიერ ჭიათურაში გამოკითხულ რესპონდენტთა ნაწილი რადიკალური ზომების მომხრეა და ამბობს, რომ გაფიცვა უნდა შემდგარიყო, რათა მაღაროელთა მოთხოვნები სრულად დაეკმაყოფილებინათ. რესპონდენტები მაღაროელთა მძიმე სამუშაო პირობებზეც ამახვილებენ ყურადღებას და აუცილებლად მიიჩნევენ მათი პრობლემების მოგვარებაში ხელისუფლების აქტიურად ჩართვას.

კომპანია „ ჯორჯიან მანგანეზმა“ დღეს ოფიციალურად გამოქვეყნებულ წერილში „კომპრომისული შეთანხმება“ უწოდა საქართველოს პროფესიული კავშირის ჭიათურის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციასა და კომპანიის ადმინისტაციას შორის მიღწეულ შეთანხმებას. შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „კომპანიამ შეღავათების მნიშვნელოვანი პაკეტი შეიმუშავა, რაც დასაქმებულთა მატერიალური მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებას ითვალისწინებს. შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ აღნიშნული წინადადება ჭიათურის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას გააცნო და ამჟამად მხარეები კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობენ. მოლაპარაკების პროცესში ამ დრომდე აქტიურად არის ჩართული შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი მედიატორი“.