ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი დაინიშნა

მკვლელობის ადგილი

ხაშურში ყოფილი ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს სასამართლო 6 თებერვალს განიხილავს, ასევე უნდა გაირკვეს, დედით ობლად დარჩენილი ბავშვები ვის ოჯახში დარჩებიან.

ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძის სასამართლო პროცესი უკვე ორჯერ გადაიდო. გარდაცვლილი ნათია გოგალაძის დამ, ირმა გოგალაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამის მიზეზი გაჭიანურებული გამოძიებაა.

ნათია გოგალაძეს მეოთხეკლასელი ვაჟი და მეექვსეკლასელი გოგო დარჩა. ახლა ისინი ბებიასთან (დედის დედასთან) ცხოვრობენ. ბავშვების მეურვეობის მოსაპოვებლად მამის ოჯახიც იბრძვის.


მისი ინფორმაციით, სასამართლოს ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის გაგრძელება პროკურატურამ სთხოვა. გარდაცვლილის და იმედოვნებს, რომ 6 თებერვლამდე, სასამართლო პროცესი ამ თარიღითაა ჩანიშნული, გამოძიება დასრულდება.

ირაკლი დეკანოიძე 11 ოქტომბერს, დღის 12 საათისთვის, ყოფილი ცოლის, ნათია გოგალაძის, ტანსაცმლის მაღაზიაში მივიდა, შენობაში ჯერ ხელყუმბარა შეაგდო, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ისროლა. ნათიამ დასხლტომა მოახერხა, მაგრამ ყოფილი ქმარი დაეწია და თავში იარაღის კონდახი ურტყა. ნათია გოგალაძე მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

ასევე ნახეთ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით - მსხვერპლი ისევ ქალია

წყვილი გაყრილი იყო, თუმცა ოფიციალურად ისევ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. 11 ოქტომბერს გოგალაძისა და დეკანოიძის განქორწინების ბოლო სასამართლო სხდომა იყო ჩანიშნული, მაგრამ დეკანოიძემ ყოფილი ცოლი მოკლა.

ნათია გოგალაძეს მეოთხეკლასელი ვაჟი და მეექვსეკლასელი გოგო დარჩა. ახლა ისინი ბებიასთან (დედის დედასთან) ცხოვრობენ. ბავშვების მეურვეობის მოსაპოვებლად მამის ოჯახიც იბრძვის. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას რამდენიმე წყარომ დაუდასტურა, ირაკლი დეკანოიძის და კი, ია დეკანოიძე, აცხადებს, რომ ჟურნალისტებთან საუბარს არ აპირებს.

ასევე ნახეთ როგორ გადაწყდება მშობლების გარეშე დარჩენილი ბავშვების ბედი?

ბავშვთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ მომხდარის შემდეგ მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ, ბავშვები მამის ოჯახში დარჩნენ.

ირაკლი დეკანოიძეს მშობლის უფლება უკვე შეეზღუდა. ამ მოთხოვნით სასამართლოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის განყოფილებამ მიმართა. ამჟამად სოციალური მუშაკები ზედამხედველობას უწევენ ბავშვებს და ელოდებიან ფსიქოლოგის დასკვნას, რათა საბოლოოდ განისაზღვროს, ვინ იქნება მათი მეურვე. სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელი, თეა თედელური, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ სააგენტოს ფსიქოლოგი ბავშვებს რამდენჯერმე უკვე შეხვდა. გასაუბრებების შედეგად გაირკვა, რომ ისინი დედის ოჯახს ირჩევენ.