ხაზზეა კიევი: უკრაინელები ტრამპის იმპიჩმენტზე გამოძიების ორბიტაში ექცევიან
Your browser doesn’t support HTML5
უკრაინა ჩართული აღმოჩნდა აშშ-ში მიმდინარე მასშტაბურ პოლიტიკურ ბრძოლაში. ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვა, გამოძიება აწარმოოს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ. ამ თხოვნას მოჰყვა სენატში დემოკრატების მიერ იმპიჩმენტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება. ამ პროცესში ყურადღების ცენტრში მოექცნენ მთელი რიგი გავლენიანი უკრაინელები და ბრალდებები ფართო მასშტაბის კორუფციაში.