წყალდიდობა ლაგოდეხში
სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ამბობს, რომ სანიაღვრე არხები რომ გაწმენდილი ყოფილიყო, მათ სახლები და მიწის ნაკვეთები არ დაიტბორებოდა.
ადიდებული მდინარე ნინოსხევი
დაიტბორა სასოფლო სამეურნეო-სავარგულები.
სტიქიის შედეგად ლაგოდეხის სოფლებში ათეულობით სახლის პირველი სართულები დაიტბორა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურში 80-მდე გამოძახება დაფიქსირდა.
თითქმის 24-საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ 10-ზე მეტი სოფელი და 100-მდე ოჯახი დააზარალა.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენია სტიქიით მიყენებული ზარალი.
წყალმა დააზიანა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სადაც მოსახლეობას ერთწლიანი კულტურები აქვს დათესილი.
მოსახლეობის თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს მერიას სანიაღვრე არხების გაწმენდის მოთხოვნით, თუმცა პრობლემა არ მოგვარდა.
ადიდებულმა მდინარემ დატბორა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები.
სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში და ახლაც სამაშველო და მერიის სამსახურები მუშაობენ.
ამ დროისთვის ლაგოდეხში აღარ წვიმს.
მდინარეებში წყლის დონე უკვე იკლებს.
სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა ჯერ არ დაწყებულა.
სოფელ მშვიდობიანში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები დატბორილი სახლებიდან წყალს ტუმბავენ.